დაათვალიერეთ ნინო კასრაძის ულამაზესი სახლი და ეზო ქალაქგარეთ (ვიდეო)

დაათვალიერეთ ნინო კასრაძის ულამაზესი სახლი და ეზო ქალაქგარეთ (ვიდეო)

ლიკა ევგენიძე„რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემისთვის ნინო კასრაძეს შინ ესტუმრა და მას უამრავი შეკითხვა დაუსვა, რაზეც მსახიობმა სიამოვნებით უპასუხა. იმის გათვალისწინებით, რომ ნინო კასრაძე ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება, მისი თაყვანისმცემლებისთვის ეს მსახიობის ეკრანს მიღმა დანახვის იშვიათი შემთხვევაა.

ნინო კასრაძე 14 წელია, ქალაქგარეთ ცხოვრობს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მოსწონს – „ახლა კარგად არ ჩანს, მაგრამ გაზაფხულიდან აქ სულ ვარდებია. შეუძლებელია, აქ იცხოვრო და არ იყო ჩართული ამ საქმიანობაში რაღაც დოზით მაინც, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ჩემი ხელით ბევრი რამ მაქვს გაკეთებული“.

ლიკას შეკითხვას, რა მუსიკას უსმენს, ნინო პასუხობს: „მინდა, ჩემს შვილთან, თინეიჯერთან ახლოს ვიყო, მიგზავნის და მიგზავნის, რეპით არის გატაცებული და მეც ასევე“.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ძალიან უნდა, მღეროდეს და იყოს ოპერის მომღერალი, „სცენიდან ვერ ჩამომსვამდით“, დასძინა ღიმილით ნინო კასრაძემ.

როგორი დიასახლისია ცნობილი მსახიობი? – „ამბობენ, რომ კარგად ვამზადებ“, ამბობს ნინო და „შუადღის“ გადაცემას საკუთარ სამზარეულოს უჩვენებს.

მსახიობი ყველაზე დიდ მიღწევად ოჯახს ასახელებს. ყველაზე მეტად ადამიანებში გულწრფელობას აფასებს, ცნობილი მსახიობებიდან მერილ სტრიპთან იმეგობრებდა… სანანებელი ცნობილ მსახიობს აქვს, – „ძალიან ხშირად ვამბობდი შემოთავაზებებზე უარს. იქ თამაშობდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც ახლა ცოცხლები აღარ არიან. კარგი იქნებოდა, რომ მათთან ერთად მეთამაშა“. საუკეთესო რჩევა, რომელიც ცხოვრებაში მასწავლებლისგან მიიღო, არის, რომ პროფესიაში ეჭვიანი არ უნდა ყოფილიყო, „არ ვიცი, ბოლომდე დავძლიე თუ არა ეს თვისება, მაგრამ ეჭვიანობა ყველასთვის საშინელებაა..”ვიდეო

სიახლეები/

|

October 25, 2017 / 5:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

ქართველმა არგენტინაში გამართულ ტანგოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

ლევან გომელაურმა, მეწყვილესთან, სესილია აკოსტასთან ერთად, არგენტინაში გამართულ ტანგოს კონკურსზე, მეორე ადგილი, მცირედი ფულადი ჯილდო და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი მოიპოვა. ამის შესახებ თავად წერს სოცქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს. გთავაზობთ სტატუსს: “გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი, ჩვენთვის ახალი გამოცდილება და მიღწეული წარმატება. პირველ რიგში, გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა ხულიოს, კორდობაში ჩვენი გაკვეთილების დაორგანიზებისთვის და ყველა ორგანიზატორს გამოჩენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

რჩება თუ არა “ჩემი ცოლის დაქალებში” ნინო კასრაძე

პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს გამოაკლდნენ ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი, ვინაიდან მათ "იმედზე“ გადაინაცვლეს – ეკამ "ვოისის“ და "დღის შოუს“ წამყვანად, ლელაც ასევე შუადღის გადაცემაში რუბრიკას უძღვება. კატოს როლზე ნინო გაჩეჩილაძე დააბრუნეს, ეკა ამირეჯიბის პერსონაჟი კი საერთოდ აღარ ჩანს.

ყველაზე მოკრძალებული ქართველი ვარსკვლავები

საქართველოში პოპულარობის წყურვილი ბევრს ახრჩობს, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ცივი წყალიც ბევრია. მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, ვისაც პოპულარობა სურს, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებენ და თავს არიდებენ ყვითელი პრესის ინტერესს. მედიას იმიტომ არ თანხმდებიან ინტერვიუზე, რომ პირადის შესახებ არ ჰკითხონ. არც ფეისბუქზე აქტიურობით გამოირჩევიან, ან საერთოდ არ აქვთ სოციალური ქსელები, საკუთარ თავზე ნიუსებს არ ქმნიან და არც სხვებს აძლევენ ამის საბაბს. დღეს Music Box-ი ასეთ ცნობილ სახეებს წარმოგიდგენთ.

რეკლამა