ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება

ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება

უკვე ოფიციალურად – Maroon 5, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი, ეროს რამაზოტი… და კიდევ ბევრი სხვა ვარსკვლავი საქართველოში!!!

თუკი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ კალენდარს გადახედავთ, ანუ იმ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შემდეგი თვეების განმავლობაშია დაგეგმილი ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად გექნებათ სიხარულის მიზეზი!

ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ თვალებს არ დაუჯერებთ და როგორც კულტურის სამინისტრო გვპირდება, ამ ჯადოსნურ სიას კიდევ მრავალი ვარსკვლავი დაემატება.

პროექტის ” საქართველო მსოფლიო კალენდარზე” პირველი ვარსკვლავია ეროს რამაზოტი, რომელიც სპორტის სასახლეში 24 აპრილს გრანდიოზულ შოუპროგრამას შემოგვთავაზებს. შემდეგი გახლავთ რობი უილიამსი, ის “დინამო არენაზე” 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმღერებს. პოპ-როკ ჯგუფი “Maroon 5” ბათუმს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, 7 ივნისს ესტუმრება და “ანბანის” კოშკის გვერდით, საოცრებათა პარკში, რომელიც 25 000 ადამიანს იტევს, კონცერტს გამართავს. პროექტის ფარგლებში ქუთაისს ეწვევა ხოსე კარერასი და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაატარებს კონცერტს.

“საქართველო მსოფლიო კალენდარზე” წლის ბოლომდეა გათვლილი და ყველანაირი ტიპისა და მიმართულების კულტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 30-90 ლარი იქნება.

სიახლეები/

|

April 7, 2016 / 2:33 pm

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ინტერნეტში ადამ ლევინის და ბეჰატი პრინსლოს შვილის პირველი ფოტო გამოჩნდა

რამდენიმე დღის წინ ადამ ლევინს და მისი მეუღლეს ბეჰატი პრინსლოს, არაჩვეულებრივი პატარა გოგონა, დასტი როუზი ეყოლათ. თუმცა გაბედნიერებული წყვილი ახალშობილის ფოტოების გაზიარებას არ ჩქარობდა. ამავდროულად აღნიშნულ ფოტოებს მათი მეგობრები და თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდნენ. ყველას აინტერესებდა თუ ვის დაემსგავსებოდა პატარა როუზი, მომხიბვლელ მუსიკოს მამას, თუ ულამაზეს მოდელ დედას?

რატომ გადადო ადამ ლევინმა დაგეგმილი კონცერტები?

Maroon 5 - ის ფრონტმენს ადამ ლევინს, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დიდ ოჯახზე და ბევრ შვილზე ოცნებობს. სანამ ადამი ოცნებობს, მისი მეუღლე ბეჰატი პრინსლუ იმედს იტოვებს, რომ მისი რჩეულის აზარტი დროთა განმავლობაში იკლებს და წყვილი 17 შვილის ნაცვლად (სწორედ ეს რაოდენობა დაასახელა ადამ ლევინმა) 2 ან 3 ბავშვს დასჯერდება.

ჩონგური და ფაფახი – Maroon 5-ის სოლისტი ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს

რამდენიმე დღეა, რაც პოპულარულმა ამერიკულმა პოპ როკ ჯგუფმა, Maroon 5-მა საქართველო დატოვა და მშობლიურ მხარეში გაემგზავრა. როგორ შეიძლებოდა, რომ ბათუმში ჩამოსვლას რაიმე მოგონება არ დაეტოვებინა მათში?! სწორედ ამის მაგალითია, ბენდის სოლისტის, ადამ ლევინის გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ჯეიმზ ვალენტაინს ფაფახი ახურავს და ჩონგურზე უკრავს.

”რობის ტრაკი ბევრად ჯობდა” – რატომ დარჩა უკმაყოფილო ქართველი მსმენელი Maroon 5-ის კონცერტით?!

ფლეგმატური სახე, არანაირი კონტაქტი მსმენელთან, არც შიშველი სხეულის დემონსტრაცია და არც ის “დრაივი“, რასაც ცნობილი ამერიკული ჯგუფისგან ბათუმის Miracle Park-ში შეკრებილები ელოდნენ. 7 ივნისს, ბათუმის “საოცრებათა მოედანზე“ პოპულარული ამერიკული ბენდის - “Maroon 5“-ისკონცერტი გაიმართა. კოლექტივმა 30.000-ზე მეტი მაყურებლის წინაშე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები შეასრულა, თუმცა ეს ქართველი - კრიტიკული მელომანების გულის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

Maroon 5-მა პუგაჩოვასთან და ლეპსთან ერთად მილიარდერის ქორწილში იმღერა (ვიდეო)

მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის, კომპანია "ტაშირის“ მფლობელის, სამველ კარაპეტიანის შვილის ქორწილმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 23 წლის სარქისისა და მისი ქართველი რჩეულის, სალომეს საქორწილო წვეულებაზე, რომელსაც 500 ადამიანი ესწრებოდა, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლების გარდა ჯგუფმა Maroon 5 იმღერა, რომელიც ხვალ ბათუმში მართავს კონცერტს.

რეკლამა