ცნობილი ქართველების ზღაპრული დასვენება (ფოტოები)

ცნობილი ქართველების ზღაპრული დასვენება (ფოტოები)

დასვენების დროა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდება ფოტოები სხვადასხვა ლამაზი ადგილიდან, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ რამდენიმე ცნობილი ქართველი ქალბატონის „ინსტაგრამის“ გვერდები გადავათვალიერეთ და ვნახეთ, რომ ისინი ძალიან კარგად ისვენებენ. ამათ მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოები მოწმობს.

დაძაბული სამუშაო წლის შემდეგ თაკო ჩხეიძემ საფუძვლიანი დასვენება გადაწყვიტა და თურქეთის ერთ-ერთ სახელგანთქმულ კურორტს, ბოდრუმს მიაშურა. მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ამაში დარწმუნება თავად შეგიძლიათ, თუკი მის ფოტოებს გადაათვალიერებთ. თაკო ზღვაზე აქტიურად ისვენებს და გარუჯვასაც ახერხებს.

 

მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე დასთან, ცნობილ მსახიობ ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად პარიზს მიაშურა. დებს ძალიან უყვართ ერთად საზღვრებს გარეთ გამგზავრება და არც ახლა უღალატეს ამ ტრადიციას. მათ ბევრი ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამჯერად საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრნენ, სადაც ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ასევე ეწვივნენ პარიზის ცნობილ დისნეილენდსაც.

ნინი ბადურაშვილი საქართველოში ისვენებს. ის შავი ზღვისპირეთშია და ირუჯება. ნინი, როგორც ჩანს, არ დარჩა კმაყოფილი ბათუმის აეროპორტის მომსახურებით და ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა კიდეც – ნინიმ აღნიშნა: „მაინტერესებს, რატომ დგას ბათუმის აეროპორტში სამი სკამი?) ანუ სკამობანა უნდა ვითამაშოთ იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ადგილი))?!“

მოდელი და ტელეწამყვანი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, ალექსანდრა პაიჭაძე თავის ვაჟთან ერთად ისვენებს და ისიც შავი ზღვისპირეთშია. ალექსანდრა არაჩვეულებრივ ფოტოებს აქვეყნებს და რასაკვირველია, უამრავ კომპლიმენტსაც იღებს სოციალურ ქსელში.

 

„ბავშვები, მზე, ზღვა, ქვიშა და მხიარულება. სრულყოფილი დასვენება“ – წერს ტელესახე თიკა ფაცაცია და თავის პატარებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. თიკა, როგორც ფოტოებიდან ჩანს, თაკო ჩხეიძესთან ერთად ისვენებს. ისინი დიდი ხანია, მეგობრობენ და ხშირად დადიან დასასვენებლად ერთად.

სიახლეები/

|

August 8, 2017 / 3:17 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

გიორგი ყიფშიძე მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ: „გადადებული ვიყავი…“

გიორგი ყიფშიძემ „თბილისელებთან“ თავისი პროფესიისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ანრი ჯოხაძემ ის ნანკა კალატოზიშვილთან და პატარა შვილთან, ალექსანდრესთან ერთად, ახალ კლიპში გადაიღო. ვიდეო ბიოგრაფიული ხასიათისაა, გიორგი ანრის მამას თამაშობს, ნანკა – დედას, ხოლო ალექსანდრე ყიფშიძე მომღერლის ბავშვობას განასახიერებს. როგორც გიორგი ამბობს, ნანკასთან კოცნის სცენა ჰქონდა, რაზეც მისმა ვაჟმა იეჭვიანა. „ალექსანდრემ ნანკაზე იეჭვიანა, ქაჩვა დამიწყო: […]

ანუკი არეშიძის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანში წარადგინა (ფოტოგალერეა)

„ანუკის“ ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა, შეგიძლიათ, თავად დაათვალიეროთ. როგორც მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზი იუწყება, კოლექციის მთავარი თემა დასვენებაა და დიზაინერის შთაგონება იტალიის კუნძულებია. როდესაც ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად იტალიაში ატარებდა დასვენებისთვის განკუთვნილ დღეებს, თავის ფავორიტ ფილმებსაც გადახედა. მის კოლექციაში შეგიძლიათ ადვილად ამოიცნოთ პრინცესა ანას გავლენა „რომაული არდადეგებიდან“ ან ფელინის […]

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი იტალიაში საერთაშორისო კონკურსის ოთხეულში მოხვდნენ (ფოტო+ვიდეო)

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის წყვილი ბოლო პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთი ახლახან იტალიაში, მილანში გაიმართა. ქართველი მოცეკვავე წყვილი საუკეთესო ოთხეულში დასახელდა.   ამის შესახებ თავად ოთომ დაწერა სოციალურ ქსელში და მეწყვილესაც მიულოცა წარმატება.   „WDSF INTERNATIONAL OPEN LATIN IN ITALY – ამ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ წყვილები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, ჩვენ ვიცეკვეთ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა