ცისანა სეფიაშვილს მეორე ქორწინების დასრულების შემდეგ მარადიული სიყვარულის აღარ სწამს

0
1406

ცისანა სეფიაშვილმა „პროფილში“ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მეორე ოჯახის დანგრევის შემდეგ მარადიულ სიყვარულზე შეხედულება დაენგრა. როგორც მომღერალი ამბობს, სოსო ზაქარეიშვილთან ურთიერთობა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მალევე დაიწყო და მაშინ ამ ურთიერთობების არ ეშინოდა.

„მე ყოველთვის მიყვარდა და არ ვიტყვი, რომ დღესაც არ მიყვარს. მიყვარს სიყვარული და შეყვარებული ადამიანები. მიყვარს შეყვარებული ცისანა, ასხივებს და ბედნიერია…

არ ვიცი, როგორ ვარ და ამისი ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ დამეგრა შეხედულება მარადიულ სიყვარულზე… მეგონა, რომ არსებობდა და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის… უნდა დავიძინო, გავიღვიძო, სამსახურში წავიდე, გათენდეს, დაღამდეს. ინერციით გავიდეს რაღაც პერიოდი და უცებ გათენდეს და მზე გამოვიდეს. დეპრესიისთვის არ მცალია. ოთხი შვილი მყავს, უკვე სარძლოც… ვმუშაობ, ბავშვებს ვჭირდები, იმიტომ რომ არც მათთვისაა ეს იოლი ეტაპი. მაქვს პატარ-პატარა დეპრესიები, მაგრამ ამისთვის მაინც არ მცალია… “

(ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here