“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, თუნდაც ერთი სიცოცხლე დაიკარგოს მარიხუანას გამო“

0
2326

თოქ-შოუ “პროფილის“ გუშინდელი თემა, მარიხუანას ლეგალიზება იყო, გადაცემის სტუმრები ნინა წკრიალაშვილი, სტეფანე და ნიკა ქავთარაძე, დავით ქაცარავას დაუპირისპირდნენ. ქაცარავა მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია, სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი.

“დღეს თქვენ მზად არ ხართ, მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ხართ ორიენტირებულები, რომ უპრობლემოდ მოწიოთ. საერთოდ არ ზრუნავთ ახალგაზრდა თაობაზე, რომელსაც თავში უნდა ჩაუდო, რომ არც სიგარეტი მოწიოს, არც მარიხუანა და არც სასმელი დალიოს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, თუნდაც ერთი სიცოცხლე დაიკარგოს მარიხუანას გამო. თუ ამას დავინახავ თქვენგან, მეც დავიჭერ დროშას ხელში და დეკრიმინალიზაციას მოვითხოვ“ – მიმართა ოპონენტებს დავით ქაცარავამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here