„ჩსწ“ ნიკა რურუას ექსმეუღლემ და მისმა ქალიშვილმა მოიგეს (ფოტოები)

„ჩსწ“ ნიკა რურუას ექსმეუღლემ და მისმა ქალიშვილმა მოიგეს (ფოტოები)

„რუსთავი 2“-ის კულინარიული შოუ „ჩემი სამზარეულოს წესები“ გუშინ დასრულდა. ფინალურ შოუში კახეთისა და თბილისის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორივე გუნდმა, რესტორატორებისა და წამყვანების, შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილისა და ტელეარხის გენდრიექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, დაკისრებულ დავალებებს თავი შესანიშნავად გაართვეს, თუმცა მომზადებული დესერტის გამო, კახეთის გუნდმა, რომელსაც დედა-შვილი – სოფო გორგაძე და ლიზა რურუა წარმოადგენდნენ, ჟიურის ცალსახა სიმპათია და გამარჯვება დაიმსახურა. მათ საკუთარი რესტორნის გასახსნელად 50 000 ლარი მიიღეს.

სოფო გორგაძე კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას ექსმეუღლეა, ლიზა კი მათი ქალიშვილია.

ნიკა რურუამ ქალიშვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა გამარჯვების შემდეგ და ფოტოც გამოაქვეყნა:

„დღეს ეს პატარა მაკაკა დიდი გოგო და საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია. ლიზა, გილოცავ, მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე!!!

P.S. ჩსწ Rules!“

სიახლეები/

|

January 30, 2018 / 2:40 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას სოლიდარობას უცხადებს

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ეხმიანება და დადებითად აფასებს. მისი თქმით, ჟიურის წევრებისგან უზრდელობა მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ირაკლი კაკაბაძე წერს: „სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე […]

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა