„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს ორი მეგავარსკვლავი ეწვევა

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს ორი მეგავარსკვლავი ეწვევა

14 მარტს, „Republic“-ში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტი უკვე მესამედ გაიმართება და საქართველოს უამრავ რეგიონში დაგეგმილ 300-მდე ღონისძიებს მოიცავს. „ჩექ ინ ჯორჯიას“ წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება ღონისძიებებზე, რომლებშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში გაიმართება „სუხიშვილების“, „ერისიონის“, „რუსთავის“ კონცერტები, საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში, რომელსაც „ბლექ სი არენას“ გუნდი უხელმძღვანელებს, მუსიკის ფესტივალი „ოფენ ეარი“, დაგეგმილია სამი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, იტალიის საელჩოსთან ერთად. საქართველოში კონცერტებს გამართავენ საერთაშორისო რანგის ვარსკვლავები, მათ შორის, ორი მეგავარსკვლავია. ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ რამდენიმე დღეში გავრცელდება.

ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“, თბილისის ფილარმონიის დარბაზში და ბათუმის მუსიკის სახლში განსახორციელებელ პროექტენთან დაკავშირებით. ეს იქნება შესაძლებლობა პრომოუტერებისა და არტისტებისთვის, რომ ამ სივრცეებში საკუთარი ღონისძიებები დაგეგმონ და განახორციელონ სახელმწიფოს მხარდაჭერით.

შეხვედრაზე ითქვა „ჩექ ინ ჯორჯიას“ დადებითი მხარეების შესახებაც, მათ შორისაა ტურიზმის განვითარება, პროექტის სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა და სხვა. სახელმწიფო პროექტისგან წელს უფრო მეტ შემოსავალს ელოდება.

სიახლეები/

|

March 15, 2018 / 1:43 pm

TOP სიახლეები

სალომე გოგიაშვილი: „არც მკერდის ოპერაცია დამიმალავს და არც ცხვირის“

სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა… როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა […]

Tbilisi Open Air 2019-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand იქნება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს. ფესტივალის […]

ნანი და სტეფანე – ამონარიდი ახალი კლიპიდან (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს. ვაჟა აზარაშვილის ცნობილი სიმღერის „ისევ წვიმს“ ახლებური ვერსია მათ ერთად ჯერ „ბლექ სი არენაზე“, ნანი ბრეგვაძის საღამოზე შეასრულეს, შემდეგ კი სტუდიაში გადაინაცვლეს და შესანიშნავი მუსიკოსების არანჟირებით ჩაწერეს. ახლახან კი მუსიკოსებმა დაასრულეს მუშაობა ვიდეორგოლზე, რომლის პრემიერაც 20 მარტს, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შედგება. სტეფანემ ახალი კლიპიდან ამონარიდი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„სუხიშვილებმა“ უკრაინაში 4000-კაციანი დარბაზი ხუთჯერ გაავსეს

ნინო სუხიშვილი უკრაინაში, კერძოდ, კიევში 12 მარტს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი თაიგულითაა გადაღებული და წერს, რომ ბევრი კოლექტივი ვერ დაიკვეხნის, რომ ერთ-ერთ დიდ დარბაზში, სადაც 4000 კაცი ეტევა, ანშლაგით 5 კონცერტი გაემართოთ. „სუხიშვილებმა“ ეს შეძლეს და ტურნეს აგრძელებენ. გთავაზობთ ნინო სუხიშვილის სტატუსს ამ თემაზე: „Ukraine, Kiev 12.03.2019 ბევრი ვერ დაიკვეხნის […]

„სუხიშვილები“ ახალი პროგრამით უპოვართა სასადილოს დასახმარებლად!..

„სუხიშვილები“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ ერთიანდება უპოვართა დასახმარებლად! წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მდებარე პატარა უფასო სასადილო უკვე 6 წელზე მეტია, ყოველდღე ცხელი სადილით უმასპინძლდება 150-ზე მეტ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. უპოვართა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სახსრების სიმცირის გამო სასადილომ შეიძლება ვეღარ მოახერხოს კეთილი საქმის გაგრძელება… 16 ნოემბერს, 20:00 საათზე ერთად, ერთმანეთისთვის, სიკეთისთვის ტარდება საქველმოქმედო კონცერტი […]

დათო ევგენიძის კონცერტი თელავში გაიმართება

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში დათო ევგენიძისა და მისი ბენდის კონცერტების სერია დასასრულს უახლოვდება. ამჯერად ღონისძიება თელავშია დაგეგმილი. მუსიკის მოყვარულებისთვის დასწრება თავისუფალია. კონცერტი 15 სექტემბერსაა დაგეგმილი. კონცერტების სერიის ფარგლებში ბენდთან ერთად ღონისძიებები გაიმართა ბორჯომში, ახალციხეში, განმუხურში, ამბროლაურსა და ქობულეთში. 15 სექტემბერს, დასკვნითი კონცერტი თელავის დრამატულ თეატრთან მდებარე მოედანზე ჩატარდება. დათო ევგენიძისა და ბენდის კონცერტის შემდეგ დიჯეისეტი […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ – რა კონცერტები გველოდება შეკვეთილში მდებარე დარბაზში აგვისტოს განმავლობაში

„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ – ამ ეგიდით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 2018 წლის 4-28 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე გაიმართება 6 კონცერტი, სადაც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას. ვნახოთ, როგორი კონცერტები გველოდება შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო დარბაზში. 4 აგვისტო, გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“. მისი პრემიერა 2017 წელს შედგა, აშშ-ში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, სფეის […]

რეკლამა