“ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ნუ ყოფთ” – გაბრაზებული ლინდა ადამია ჟურნალისტებს მიმართავს

0
2667

ბოლო დროს მომღერალ ლინდა ადამიას კილოგრამები და საცურაო კოსტიუმი საზოგადოების განხილვის თემად იქცა. ბევრი თვლიდა რომ მან მშობიარობის შემდეგ წონაში დაიკლო. თემამ არაერთი ჟურნალისტის ყურადღება მიიქცია და საკმაოდ ბევრიც დაიწერა. ამ ფაქტმა მომღერალი აღაშფოთა, მისი თქმით ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

“ჯერ ერთი არ დამიკლია წონაში და ისევ ის კილოგრამები მაქვს სხეულზე. მეორეც, რეიტინგს მივმართავ რაღაც სისულელეებს ნუ წერთ გთხოვთ. არც ისეთი ცნობილი პერსონა მე არ ვარ რომ ასეთი სტატიები წეროთ. ჰო და კიდევ ერთი რამ, არავის საქმეა მე “კუპალნიკებს” ჩავიცვამ, ფოტოს გადავიღებ და დავდებ თუ შიშველი ვიპოზიორებ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ნუ ყოფთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.” – წერს ლინდა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here