Chemical Brothers-ის კონცერტისთვის საქართველოში 15 ტრაილერი აპარატურა ჩამოვიდა

0
824

ქიმიური ძმები, ელექტრონული მუსიკიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დ აგამოცდილი წარმომადგენლები, „MTV“-ს ეპოქაში უამრავი ჰიტის ავტორები, გასაოცარ შოუს, რომლისთვისაც არნახული ტექნიკური მხარდაჭერაა საჭირო, რუსთავის ავტოდრომზე, 1-ელ სექტემბერს გამართავენ.

ისინი საქართველოში „ისთერნ ფრომოუშენსის“ მოწვევით ჩამოდიან. ეს სულ რამდენიმე დღეში მოხდება, ასე რომ, კომპანიას უკვე დაწყებული აქვს დიდი სამზადისი. ვინაიდან ქიმიური ძმების მუსიკას დიდი მასშტაბების ეკრანული შოუ ახლავს თან, საჭირო გახდა საზღვარგარეთიდან შესაბამისი აპარატურის ქირაობა, რომელიც უკვე საქართველოშია.

როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, „ქემიქალ ბრაზერსის“ ქართული შოუსთვის 15 ტრაილერი აპარატურაა ჩამოსული, რომლის დამონტაჟებაც უკვე დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, ამისთვის სამ ცვლაში მუშაობენ ტექნიკოსთა ჯგუფები და ძალიან მალე ყველაფერი მზად იქნება.

ბილეთები კი tkt.ge-ზეა ხელმისაწვდომი. დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here