„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-12 სეზონი იწყება

0
2408

„ჩემი ცოლის დაქალები“ ახალ, მე-12 სეზონს იწყებს. სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, რომ სერიალის გაგრძელების შესახებ უამრავი კითხვა ისმოდა. მათთვის, ვისაც აინტერესებს, როდის გაგრძელდება ზაფხულის არდადეგების შემდეგ ცნობილი სერიალი, შეგვიძლია, თამამად ვუპასუხოთ, რომ გადაღებები უკვე დაწყებულია და „ჩცდ“-ს ახალ სეზონს „რუსთავი 2“-ის ეთერში ძალიან მალე იხილავთ.

სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ უფრო თამამები იქნებიან და ისეთ თემებს შეეხებიან, რასაც ადრე ერიდებოდნენ. ის აღნიშნავს, რომ ახალი სეზონი რადიკალურად გაიხსნება, თუმცა არ ამხელს, როგორ.

სერიალის შემქმნელებისგან ყოველ ჯერზე სიახლეებს ელოდებიან და ისინიც მაყურებლის იმედების გაცრუებას არ აპირებენ. „ჩცდ“-ში იქნებიან ძველი პერსონაჟები და რასაკვირველია, ახალი გმირებიც. სერიალში რჩება მეგრული კლანი, გოცირიძეების ოჯახი, თენგოსა და ბაქარის უცვლელი წყვილი და ჩიკას სამეგობროც.

მაყურებელი ყოველ კვირას, ტრადიციისამებრ, სამ სერიას ნახავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here