„ჩემი ცოლის დაქალების“ ჩვენების გადადება მაყურებელმა გააპროტესტა

0
2118

„ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდს მაყურებელი გაუბრაზდა. ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის „აქცენტების“ შემდეგ ეთერში უნდა ყოფილიყო პოპულარული სერიალის ის ეპიზოდი, რომელსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდა. თავად გავრამიამაც აღნიშნა, რომ სერიალის ახალ ეპიზოდს მისი გადაცემის დასრულებისთანავე ვნახავდით, თუმცა „ჩცდ“-ს მაგივრად „რუსთავი 2“-ზე ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ფილმი გავიდა.

ძალიან მალევე „ჩცდ“-ს ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო: „მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, დღეს სერია ვერ გავიდა ეთერში. დღევანდელი სერია გავა პარასკევს, 15 ივნისს“. მოგვიანებით განმარტეს, რომ „ჩცდ“-ს გუნდი იღებს სერიალს და ვერ წყვეტს საეთერო ბადის ამბავს.

ამ განცხადებას უამრავი უკმაყოფილო მაყურებელი გამოეხმაურა:

„ახლა რომ გაგეშვათ, ურიგო არ იქნებოდა, როცა ამდენი ხალხი მთელი დღე გელოდებით…“

„ძალიან მეცინება ყოველ დღეს ერთსა და იმავეს რომ წერთ…“

„რამდენჯერაც 12 კაცი შეიკრიბება პარლამენტთან, უნდა გადასწიოთ?“

„მოგვიყევით მაინც… ვნერვიულობ ჯეკოზე…“

„ცოტა ადრე მაინც გეთქვათ, გვეძინება ხალხს…“

„ხვალ კონტრაქცია მოვაწყოთ, მაგათ გამო სერიალს აღარ უშვებენ…“

„ამ პოლიტიკოსებს ტყუილად ვუსმინე…“

„თავის დროზე უნდა დაწეროთ ინფორმაცია…“

„განსაკუთრებით ველოდებოდი დღევანდელ სერიას. კარგი, რა… რა მოითმენს პარასკევამდე…“

შეგახსენებთ, რომ „ჩცდ“-ს ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქვეყანაში ამჟამად ყველაზე აქტუალურ პრობლემას ეძღვნება, ბულინგს სკოლებში. სერიალის ერთ-ერთ გმირს, ჯეკოს მასზე ცოტათი უფროსი ბიჭი ჩაგრავს… შაბათს გასულმა სერიამ სოციალურ ქსელებში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით, მაყურებელი გამორჩეულად ელოდებოდა კვირის სერიას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here