“ჩემი ცოლის დაქალების“ ბაქარიმ მამის გვარზე უარი თქვა

0
2146

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთმა პერსონაჟმა, რეალურ ცხოვრებაში გვარი შეიცვალა.  ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ბუბა მანთაძე, მირცხულავა გახდა.

“ჩემი და – ძმის გვარზე გადავედი, იმიტომ, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ. ვიზრდები ალეკოსთან, ის მზრდის და მინდოდა, მცირედით მაინც დამეფასებინა მისი ამაგი, რაც მას ჩემზე აქვს და რომელიც ძალიან ბევრი წელია გრძელდება. ვიფიქრე, გვარის შეცვლა იქნებოდა ნაბიჯი ჩემი მხრიდან, რომლითაც მისდამი მადლიერებას გამოვხატავდი. ამიტომაც შევიცვალე და მის გვარზე გადავედი. მამაშვილური ურთიერთობა სინამდვილეში მასთან მაქვს“ – ამბობს მსახიობი ჟურნალ “თბილისელებთან“ საუბრისას.

როგორც ინტერვიუდან გავიგეთ, ბუბას ატესტატი, პირადობა და ყველა საბუთი ახალ გვარზე აქვს.

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, მას ერთი გოგო მოსწონს. “ჯერ მოწონების ეტაპზე ვართ და ვნახოთ, მერე როგორ განვითარდება მოვლენები. მასში ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რომ სერიალს არ უყურებდა. შემპირდა, ახლა დავიწყებო. მაინტერესებს, იქ რომ დამინახავს რა რეაქცია ექნება“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here