„ჩემი ცოლის დაქალები“ სეზონს ხურავს

„ჩემი ცოლის დაქალები“ სეზონს ხურავს

კვირას, 2 ივლისს, ელიაბას ვაზრობაზე მომხდარი ხანრძის გამო, „კურიერი პ.ს.“ საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, შესაბამისად, „ჩემი ცოლის დაქალების“ მორიგი სერიის ეთერში გაშვება ვერ მოხერხდა. გასაკვირია, მაგრამ სერიალის თაყვანისმცემლებმა „ჩცდ“-ს გვერდზე „ფეისბუქზე“ ნამდვილი შეტევა მოაწყვეს, რატომ არ გაუშვით ახალი სერია ეთერშიო.

ახლახან „ჩემი ცოლის დაქალების“ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოჩნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სერია, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა, ამ პარასკევს, 7 ივლისს იქნება ნაჩვენები, შაბათ-კვირას სერიები ჩვეულებრივად გავა და ორშაბათს მაყურებელი მეთერთმეტე სეზონის ფინალს იხილავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული:

„მეგობრებო! კარგი ამბავი გვაქვს! 😁

ამ კვირის ბოლოს ჩემი ცოლის დაქალების ყველაზე გრძელი უიქენდი გელოდებათ.

მე-11 სეზონის ფინალური სერიები ეთერში გავა პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს! 😍

პარასკევს, შაბათს და კვირას, ჩვეულებრივად 23:00 საათზე.

ორშაბათს კი 22:00 საათზე გრანდიოზულად დავხურავთ მე-11 სეზონს.

შესაბამისად, პარასკევიდან ყველას გელოდებით ეკრანებთან ჩცდ-ს ოთხდღიან მარათონზე“.

სიახლეები/

|

July 3, 2017 / 5:34 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ავთანდილ ცვიტინიძის მეუღლის გრანდიოზული დაბადების დღე და ულამაზესი წითელი კაბა (ვიდეო)

18 თებერვალს დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძის დაბადების დღე იყო და ის გრანდიოზულად აღინიშნა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც წყვილის მეგობრები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც. ხათუნა დაბადების დღეზე ულამაზესი წითელი კაბით გამოცხადდა. შესაბამისი ვიდეო ავთანდილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა და დაბადების დღე მიულოცა მეუღლეს. ამ დღეს მუსიკალური ნომრების გარეშე, რასაკვირველია, არ ჩაუვლია. სცენა დაიკავეს […]

ნათია დუმბაძეს გოგონა შეეძინა – მომღერალმა ლოს-ანჯელესში იმშობიარა

ნათია დუმბაძესა და მის მეუღლეს, ბაჩო ბატატუნაშვილს, აშშ-ში გოგონა შეეძინათ. პატარა 18 თებერვალს დაიბადა, „სედარ სინაი ჰოსპიტალში“, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ნათიას მეუღლე ბოლო პერიოდია, აშშ-ში ცხოვრობს, მომღერალი ხშირად სტუმრობს ხოლმე მას, მეორე ბავშვის მოლოდინში კი ბოლო რამდენიმე თვე მეუღლესთან ერთად გაატარა და მშობიარობაც იქ გადაწყვიტა. ნათიასა და ბაჩოს პირველი შვილი ბიჭი ჰყავთ, რომელსაც დუდუ ჰქვია. […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკა დათო არჩვაძის სიმღერაზე აცეკვდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება მაია ლებანიძის გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ცეკვავს „ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკას როლის შემსრულებელი, ქეთი ჩხეიძე დათო არჩვაძის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე. ვიდეო თავად დათომ გააზიარა და დააწერა, – „ ჩემს სიმღერაზე აცეკვებული ჩემი უსაყვარლესი მსახიობი ქეთი ჩხეიძე (ნუნუკა), რომელიც არანაკლებ გემრიელად და მაგრად მღერის და დუეტის ჩაწერის პირობაც დადებულიააა…“

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ჩემი ცოლის დაქალების“ შიდა სამზარეულო – კადრები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

დავით სამხარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ იღებდნენ ერთ-ერთ სასაცილო და მხიარულ ეპიზოდს „ჩემი ცოლის დაქალებში“ ინესისა და დოჩის მონაწილეობით. მაყურებელმა თავად ეპიზოდზეც ძალიან იხალისა, თუმცა შიდა სამზარეულოს კადრები კიდევ უფრო გაგახალისებთ. (ვიდეო)

„თქვენს გადამკიდეს შემძულდა ხაჭაპური“ – „ჩცდ“-ს ნუნუკას მაყურებელი აკრიტიკებს

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ფროდოსა და ნუნუკას სასიყვარულო ამბავს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მაყურებელთა შორის, მაგრამ ბევრიც – მოწინააღმდეგე. ნუნუკასა და ფროდოს პერსონაჟებს, გარდა ასაკისა, კიდევ ბევრი რამ აშორებთ, მათ შორის მენტალიტეტი. თანაცხოვრების პერიოდში ფროდო თანდათან აცნობიერებს, რომ ნუნუკას მთავარი საზრუნავი ამქვეყნად საჭმლის კეთება და ჭურჭლის დარეცხვაა, ხოლო ნუნუკასთვის შოკისმომგვრელია ამბავი იმის შესახებ, რომ თურმე მის ახალგაზრდა […]

გიორგი სურმავა: „მე რომ არ გამოვჩენილიყავი, დოჩის ქმარი გიორგი ლიფონავას უნდა ეთამაშა…“

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დოჩი ალიშბაიას ქმრის, ტონი ოჩიგავას როლს ფოთში მცხოვრები მსახიობი, გიორგი სურმავა ასახიერებს. გიორგისთან ინტერვიუ ჟურნალმა „სარკემ“ ჩაწერა, რომელთანაც ჰყვება, როგორ დაამტკიცეს დოჩის საქმროს როლზე. როგორც გიორგი აღნიშნავს, ის რომ არა, ტონი ოჩიგავას როლის მორგება „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორს, გიორგი ლიფოანასვ მოუწევდა… გიორგი სურმავა: „ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა…. (ვრცლად/ფოტოები)

ქრისტინე „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ – „გარეგნობის გამო ბაჭიას მეძახიან…“

ანა ჯავახიშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახლახან გამოჩნდა, ქრისტინე ქალთევზაშვილის როლში. მას და ჩიკას შვილს ერთმანეთი უყვარდებათ და გაპარვას გადაწყვეტენ, ტყუპი მილიონერების ქალთევზაშვილების შთამომავალი ძალიან მორცხვი გოგონაა, რომელსაც აქტიური სანი შეუყვარდა. ანა ჯავახიშვილის გარეგნობა სოციალურ ქსელში განხილვის თემაა. 20 წლის ულამაზესი გოგონა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა უკვე მოასწრო ფილმში თამაში და ახლა სერიალის გმირიც გახდა. ქრისტინე […]

გიორგი ბოჭორიშვილი და თაკო ვალიშვილი მშობლები გახდნენ (ფოტო)

მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი მამა გახდა. მას მეორე მეუღლესთან, თაკო ვალიშვილთან გოგონა შეეძინა. თაკომ პატარას ფოტო საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. ბედნიერმა მშობლებმა უამრავი მილოცვა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟის როლის შემსრულებელი გიორგი ბოჭორიშვილი კოლეგაზე, ეკა დემეტრაძეზე იყო დაქორწინებული. ეკასგან გიორგის ერთი შვილი ჰყავს, ვაჟი.  წყვილი გარკვეული პერიოდის წინ დაშორდა […]

რეკლამა