„ჩემი ცოლის დაქალები“ 5 ოქტომბრიდან დაიწყება – ნახეთ ანონსები

0
1773

პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ახალ სეზონს 5 ოქტომბრიდან დაიწყებს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ისევ გვექნება საშუალება, ნაცნობი და ახალი გმირების თავგადასავლებში ჩავერთოთ, ვუგულშემატკივროთ, გავკიცხოთ, საქციელი მოვუწონოთ თუ დავგმოთ.

„ჩცდ“-ს ოფიციალურმა გვერდმა უკვე გამოაქვეყნა პატარ-პატარა ანონსები, საიდანაც ჩანს, როგორ ტირის ლუნა ციხეში, როგორ ექმნება ნინას რაღაც პრობლემა, რომლის შესახებაც ჯერ მაყურებელმა არაფერი იცის და სხვა.

პირველი სერიები ამ პარასკევს, შაბათს და კვირას 23:00 საათზე გავა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here