„ჩემი ბედნიერი (უბედური) ოჯახი“ 28 სექტემბერს ქართულ კინოეკრანებზე გამოდის

0
1221

თუკი ოდესმე თქვენი მშობლების, და-ძმების, მეზობლების, ახლო თუ შორეული ნათესავების, მეგობრებისა და ათასი ჯურის ახლობლის გადამეტებული ზრუნვის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარხართ, ეს ფილმი თქვენზეა. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ერთ საზოგადოებაზე მოგითხრობთ, სადაც მხოლოდ ორი შრე იფრცქვნება – (ფსიქოლოგიური) მოძალადისა და ძალადობის ობიექტის, ე.წ. მსხვერპლის…

მართალია, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინო „ამირანში“, ერთ-ერთმა რეჟისორმა, ნანა ექვთიმიშვილმა გვითხრა, რომ პერსონაჟების გასამართლება არ იყო მათი მთავარი მიზანი და უფრო გამართლებისა და მათი ქცევის მოტივების აღმოჩენისკენ ჰქონდათ გეზი აღებული, ისე მოხდა, რომ პრესჩვენებიდან გამოსული ჟურნალისტები, რომლებსაც ფილმი ძალიან „გვექართულა“, მაინც „გავბრაზდით“ პერსონაჟებზე, რომლებიც ეკრანებზე ვიხილეთ და თანაც, ძალიან „გვეახლობლა“ თითოეული მათგანი. საინტერესოა ის, რომ თუკი ერთ ეპიზოდში პერსონაჟი ფსიქოლოგიური მოძალადეა, მეორეში ის თავად იქცევა მსხვერპლად და ეს გარდაუვალია, როცა ასეთი ტიპის საზოგადოებაში ცხოვრობ და არ ცდილობ მისგან გათავისუფლებას. როცა ცხოვრობ „როგორც წესია და რიგის“ მიხედვით, არჩევანის ძალიან მწირი საშუალება გაქვს, ისევე, როგორც „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ პერსონაჟებს… ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here