„ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების იუბილე საზეიმოდ აღინიშნა (ფოტოები)

0
1271

28 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა “ვოიაჯერისა” და “ჩაკრულოს” კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქის მერი დავით ნარმანია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და აშშ-ის ელჩი საქართველოში – იან კელი ესწრებოდნენ.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – „სიმღერა“ პრემიერა და ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი. კონცერტის ბოლოს კი სცენაზე ერთმანეთს შეხვდნენ Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ახლა უკვე ლეგენდად ქცეული, 80 წლის ჯონ კასანი და 78 წლის როსტომ საგინაშვილი (მისი ხმა კოსმოსშია გაგზავნილი).

1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“(„ერისიონის“ ჩანაწერი). ამ, მართლაც ისტორიული ფაქტის შესახებ, რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა მოამზადა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი “სიმღერა“, რომლის გადაღებებიც NASA-ში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებმაც სწორედ „ჩაკრულო“ შეარჩიეს კოსმოსში გასაშვებად.

ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ასევე, ფონდ „ნოვას“ ორგანიზებით, 25-28 სექტემბერს, „ჩაკრულოს კვირეული“ ჩატარდა, რომელიც უცხოური მედიის აქტიური ჩართულობის გამო, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებად იქცა. კვირეულის ფარგლებში, NASA-დან სტუმრობდნენ მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის, მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი, რომელმაც უფასო ინტერაქტიური ლექცია გამართა მარსის კვლევების შესახებ ქართული სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციისა და სტუდენტი ახალგაზრდობის გამორჩეული ინტერესის გათვალისწინებით. მასთან ერთად თბილისს ეწვია Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი და ახლა უკვე ლეგენდად ქცეული ჯონ კასანი, რომლის იდეაც იყო კოსმოსურ ხომალდზე კაცობრიობის მესიჯის განთავსება.ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here