„ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ ჯორჯ მაიკლის ცნობილი ჰიტი გააცოცხლა – ნახეთ ანონსი

„ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ ჯორჯ მაიკლის ცნობილი ჰიტი გააცოცხლა – ნახეთ ანონსი

„ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მუსიკალური და ორიგინალური ანონსი გადაიღო. ჯორჯ მაიკლის „Spinning The Wheel“ მუსიკოსის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარია, ისევე, როგორც მასზე გადაღებული შავ-თეთრი კლიპი…

სწორედ ამ ნამუშევრის გაცოცხლებას შეეცადა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჯგუფი, შესაბამისი ვიდეო გადაიღო და სიმღერა სოფო გელოვანს, მარკუს მეტრეველსა და ნუცა ბუზალაძეს შეასრულებინა.

ვიდეო სოცქსელში ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ ამ პროექტის დიდი მოყვარული არ არის, მაგრამ ვიდეო ძალიან მოეწონა… – „არ მეგონა, თუ ოდესმე ამ პროექტის რაიმეს გავაზიარებდი, მაგრამ აჰა, დადგა ეს დროც!!! ბრავო ამ ნამუშევარისთვის ყველას და ბრავო Sophie Gelovani ❤️❤️❤️.

PS: ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაა“.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ანონსი „ოქროს ჰიტების“ ტურისა, რომელიც 5 მაისს, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაიმართება. ვიდეო

სიახლეები/

|

May 4, 2017 / 12:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ელენე კალანდაძე: „ამდენი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, ყალბ ადამიანებთან ვეღარ ვიურთიერთებ…“

ელენე კალანდაძეს ინტერვიუსთვის „თბილისი მარიოტში“ შევხვდით. მან სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოგრაფის წინაშე საყვარელი წითელი კაბით, შემდეგ კი ინტერვიუც შედგა – „ევროვიზიაზე“, ოჯახზე, შვილზე, მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც ცხოვრებაში აქვს. მინდა მოგილოცო „ევროვიზიაზე“ შენი გამოსვლა, შესანიშნავად მიგყავდა ინგლისურ ენაზე. იყო ეს ღელვის მიზეზი? თავდაპირველად დაიწყო ასე – გამოცხადდა კასტინგი წამყვანებზე. თვალი რომ მოვკარი, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, გამოცდილება […]

ლელა კილაძე: „17 წლის ბიჭი მყავს, უნდა მეშინოდეს, რომ სადმე წავა, რაღაცას მიიღებს და მერე დაიჭერენ?“

გუკა რჩეულიშვილის მეუღლე, ლელა კილაძე გუშინ „რეაქციას“ სტუმრობდა, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებაზე და თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ინიცირებულ აქციაზე იყო საუბარი, რომელიც 10 დეკემბერსაა დაგეგმილი. ლელა კილაძემ ისაუბრა თავისი 17 წლის შვილზე და აღნიშნა: „არსებობს ეს პრობლემა, არის ნარკოტიკები საქართველოშიც და ყველგან. რა უნდა ვქნათ? მყავს 17 წლის ბიჭი, მალე 18-ის გახდება, წავა სადმე გასართობად, ან […]

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ნათარგმნი დღიური, რომელმაც შესაძლოა, პატარებს „უგუნურად ცხოვრებისკენ უბიძგოს“

სოციალურ ქსელში მაკა კევლიშვილი ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ დღიურს გადაუღო. მაკას 8 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ეს დღიური აჩუქეს. აღშფოთებული მშობელი აღნიშნავს, რომ კერი სმიტის ეს წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ჩემი 8 წლის ბავშვს აჩუქეს ეს დღიური, რომელიც თურმე, საკმაოდ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რონალდო და მესი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – ნოე სულაბერიძე „ცეკვების“ შესახებ

7 ივლისს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალია. პირველი ადგილისთვის ერთმანეთს ირაკლი მაქაცარია და გიორგი ბახუტაშვილი დაუპირისპირდებიან. პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე წერს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ და ორივე კონკურსანტს წარმატებებს უსურვებს. ნოე აღნიშნავს: „სულ ვამბობ, რომ ეს პროექტი ჩემთვის მესამე შვილივითაა, რომელიც შეუძლებელია გაუჩერებლად არ გენატრებოდეს თავის ყველაზე მაგარი სტაფით, ყველაზე მონდომებული მონაწილეებით, ყველაზე მაგარი მოცეკვავეებით და ყველაზე მღელვარე […]

სექსუალური ვიდეორგოლი, “ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტების მონაწილეობით

ვიდეო ბათუმში არის გადაღებული. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტები აჭარაში „აეროსმიტის“ კონცერტზე იმყოფებოდნენ და ვიდეოც სწორედ მაშინ გადაიღეს.

რატომ ამბობს ლელა მებურიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარს?

„თითქმის ყველა სეზონზე მირეკავენ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“, მაგრამ უარს ვამბობ. რადგან ხან ორსულად ვარ, ან ახალი გაჩენილი მყავს ბავშვი. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამ პროექტს სასწაული შრომა სჭირდება. თუ ხელს მოჰკიდებ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. ძალიან ბევრი იმუშავო. თუ ფიზიკურად მომზადებული არ ხარ, შეიძლება ბევრი ტრავმაც მიიღო. არ ვარ მზად ყველაფერი გვერდზე გადავდო. სანამ გავთხოვდებოდი და ბავშვს გავაჩენდი, ალბათ დავთანხმდებოდი. სამი თვით ადრე მაინც დავიწყებდი ვარჯიშს. თვითონ კონკურსის ფორმატიც ძალიან დიდი სტრესია, კვირაში ერთხელ აკეთო შენთვის უცხო საქმე, თან უცხო ადამიანებმა შეგაფასონ რთულია. დიდი გამოცდილებაც არის, მაგრამ შინაგან დისკომფორტზე რომ ვფიქრობ, არ მსიამოვნებს და თავს ვიკავებ“ - აცხადებს მსახიობი.

რა ხდება “ცეკვავენ ვარსკვლავების“ კულისებში? (ვიდეო)

„ტელეიმედმა“ მაყურებელს დილის ეთერში აჩვენა, რა ხდება პროექტის კულისებში. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და წარმატებისთვის თავს არ ზოგავენ.

“ბოდიში, რომ იმედი, შენგან რეიტინგს ვერ იღებდა”

ბევრი ბოღმა ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და უგემოვნო, მარტო მოსწონთ კუნთები, სექსი და ინტრიგა! შენი ბრალი არ არის მხიარული, ნიჭიერი და მოვლენა რომ ხარ! ბოდიში, რომ TV „იმედი“ შენგან რეიტინგს ამ ეტაპზე ვერ იღებდა!!! ყველა ფულზე მუშაობს არ დაიჯერო." - წერენ ნუცას გულშემატკივრები ფეისბუქზე.

რეკლამა