ვიდეო გალერეა

სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ემპოლიში დაგეგმილი ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტი ჩაიშალა, ვინაიდან მხოლოდ 10 ბილეთი გაიყიდა. მოგვიანებით ნოდიკო ტატიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო. “მეგობრებო! არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა! ერთი ჟურნალისტის გადაუმოწმებელი ინფორმაციით გაჯერებულ სტატიას ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე, რომელიც ეხებოდა ჩემს, სალომე ბაკურაძისა და თიკა […]

ეკა ხოფერიას გუშინდელი გადაცემის სტუმარი, მომღერალი ნინო ჩხეიძე იყო. ნინომ გადაცემაში საკუთარი შემოქმედების და ოჯახის შესახებ ისაუბრა. მან მაყურებელს ის სახლიც დაათვალიერებინა, სადაც მისი ოჯახი ზაფხულში ისვენებს. ნინო ჩხეიძის აგარაკი საგურამოში მდებარეობს და უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. მომღერალმა გადამღებ ჯგუფს საგურამოში ქალიშვილთან ერთად უმასპინძლა.

ანრი ჯოხაძემ “პრაიმ შოუ” დატოვა. ამის მიზეზი ნოე სულაბერიძესთან დაპირისპირება გახდა. მომღერალმა გადაცემის ჩაწერაზე დააგვიანა, რამაც ნოე სულაბერიძე გააღიზიანა. მომხდარის შესახებ ვიდეოს, სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილი ავრცელებს.

თორნიკე შეყილაძემ “X ფაქტორის” სცენაზე Deep Purple-ის ჰიტი შეასრულა. სიმღერის შესრულებისას მენტორებმა, ძალიან ბევრი იფიქრეს იმაზე, გაეჩერებინათ თუ არა თორნიკეს სიმღერა. child in time კონკურსანტისთვის მარტივად შესასრულებელი არ აღმოჩნდა. რის გამოც, გიორგი გაბუნია მაგიდის ქვეშ შეძვრა. საბოლოოდ თორნიკეს სიმღერა ბოლომდე ამღერეს, თუმცა ის კონკურსს გამოეთიშა. თორნიკემ თავადაც აღიარა, რომ მისი ნამღერი არ მოეწონა, რის გამოც მას სოფომ “ჯიგარი” უწოდა.

მსახიობი იუნა შაფათავა თამამი ფოტოებით და ვიდეოებით, საზოგადოებას ხშირად აოცებს. იუნამ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ ბარში სტრიპტიზს ცეკვავს, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია ის ქალებმა გააკრიტიკეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც იუნას ვიდეო მოეწონა: “ბომბა ხარ იუნ”, “მდგრადი განვითარების და ეკონომიკის მინისტრობას ჩალიჩობს დეა შენი და, მერე ვინ გაგარჩევთ ხან ერთი იქნებით, ხან მეორე”, “ღიპ თანთალა”-წერენ იუნას კომენტარებში.

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ 4 მაისს გადაცემა “პროფილი” ეთერს უბრუნდება. გადაცემის ანონსი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, რომელიც ძალიან ემოციურია. მაია ასათიანის დაბრუნებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მას მაყურებელი ერთხმად ამხნევებს.

გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტს ჰკითხა, რატომ აღიზიანებდა ხალხს, მისი და მისი მეუღლის რომანტიული ფოტოებით, რაზეც ხატიამ შემდეგი პასუხი გასცა: “როცა მივხვდი, რომ ხალხს აღიზიანებდა ჩემი და ჩემი ქმრის ფოტოები, ორი თვის წინ ორივემ გავაუქმეთ ფეისბუქი და არასდროს აღვადგენთ. ძალიან ბევრ ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებდი ფეისბუქით და ახლა თავს გადასარევად ვგრძნობ. ჩვენ გვახსოვს, როგორ ჭორაობდნენ მეზობლები და ახლა ამან ფეისბუქზე გადაინაცვლა. როგორც არ უნდა შეგშურდეს გია, ჩემი ქმარი მაინც მეყვარება. რატომ შურთ ვერ ვხვდები, ადექი და თავადაც შეიყვარე ვინმე“ – განაცხადა ხატიამ.

“ჩემი იმ ქალებს შურს, ვისაც არაფრის გაკეთების თავი და მუღამი არ აქვს. უინტერესო ადამიანებს შურს ჩემი. შესაშური ბევრი მაქვს. მაგალითად შესაშური ხასიათი მაქვს“ – განაცხადა ყურშიტაშვილმა შოუში.

სად გადის ზღვარი იუმორსა და დამცირებას შორის? ასეთი სათაურით გავრცელდა გადაცემა “პრაიმ შოუს” ანონსი. პრომოში ნათლად ჩანს, რომ ერთთმანეთს ანრი ჯოხაძე და დათო ხუჯაძე უპირისპირდებიან. გადაცემის თემა რუსულ შოუბიზნესში წასული მომღერლები თუ მსახიობები არიან. შეგახსენებთ, რომ გადაცემა “პრაიმ შოუმ” სულ ახლახანს დაიკავა იმედის ეთერი და უკვე საკმაოდ დიდი რეიტინგიც აქვს. მისი წამყვანები შოუ ბიზნესის ყველასთვის ცნობილი წარმომადგენლები არიან.

TOP სიახლეები

რეკლამა

Facebook