ვიდეო გალერეა

დიზაინერი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი გუშინ 32 წლის გახდა. სალომეს დაბადების დღე მეგობრებმა მიულოცეს. ანუკი არეშიძემ და ნინი ზარქუამ მეგობრისთვის სპეციალური ტორტი შეუკვეთეს და მოულოდნელად სახლში ესტუმრნენ. სალომეს სიურპრიზი ძალიან მოეწონა და ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ჩემი და ანანოს ურთიერთობას დიდი ხანი საიდუმლოდ ვინახავდით. ჩემთვის დიდი შვებაა, როცა ანანოსნაირი ძლიერი ადამიანი მიდგას გვერდით. ანანო ბუნებრივი ადამიანია, პირდაპირ გამოხატავს რაც უნდა. ანანო ის ქალია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. ანანო რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი“ – განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ „პროფილში.”

თვითნასწავლი გრიმიორი, ქეთო ჩანთაძე აშშ-ს პრესტიჟულ სკოლაში, Cinema Makeup School სწავლის დაფინანსებისთვის, ამავე კინოსკოლის კონკურსში იღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში ის აშშ-ში გაემგზავრება და ჰოლივუდში, კინოინდუსტრიის ცენტრში დაეუფლება ვიზაჟის ხელოვნებას.

ეკა ყურშიტაშვილმა გადაცემა “კრაზანაში“ მისი მეგრელი ბოიფრენდის შესახებ ისაუბრა. რამდენიმე თვის წინ, “მიუზიკ ბოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ყურშიტაშვილმა განაცხადა, რომ მეგრელ ბოიფრენდს დაშორდა და აღნიშნა: “მეგრელად რომ იბადები უკვე გეშლება”

“იქს ფაქტორის“ მენტორებმა თავიანთი ოთხეულები უკვე ჩამოაყალიბეს. თავიანთი არჩევანი გუშინ სტეფანემ და ლელა წურწუმიამ გააკეთეს. მენტორებს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ, მაგრამ კონკურსის წესები ასეთია, საუკეთეო საუკეთესოებში უნდა იქნას შერჩეული. მაყურებლის უკმაყოფილება სტეფანეს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, ის “იქს ფაქტორის” ბენდების კატეგორიის მენტორია, სტეფანემ პროექტი დოდის და გოკას დუეტს დაატოვებინა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო კუზანოვა, გია ჯაჯანიძის შოუში, ია ფარულავასთან დაპირისპირებაზე პირველად ალაპარაკდა. “მე და ია 12 წელი ვმეგობრობდით. ჩვენს შორის უშუალო კონფლიქტი არ ყოფილა, ჩემი გრძნობები მის მიმართ არ შეცვლილა, სხვადასხვა ტიპები ვართ, ის ქარიშხალი ადამიანია, ყველას უკვირდა ჩვენი მეგობრობა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მეგობრობ განსხვავებულ ადამიანთან. იასგან ბევრი სითბო მახსოვს, მასაც იგივე […]

ყველასთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ქეთა თოფურია გულშემატკივრებს ყოველთვის ანებივრებს სახალისო ვიდეოებით. ბოლო პერიოდში, როდესაც ოლივია წამოიზარდა მან მოუხშირა პოსტებს, სადაც ის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი მხიარულად ერთობიან. მომღერალმა შვილს საკუთარი ინსტაგრამ გვერდიც გაუხსნა. როგორც ჩანს პატარა ოლივიას ძალიან უყვარს დედიკოს გარდერობში თამაში. ამჯერად ქეთამ ინსტაგრამზე ვიდეო დადო, სადაც პატარა ოლივიას ეთამაშება.

„ვეროვიზია 2017-ზე” საქართველოს სახელით, წელს თამარა გაჩეჩილაძემ მიიღო მონაწილეობა, სამწუხაროდ ის ათეულში ვერ მოხვდა, მომღერლის მიმართ საქართველოში ინტერესი არ წყდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ლოცვის გამო, თაკოს ქართველების ერთი ნაწილი აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი მის საქციელს ამართლებს. კრიტიკოსებს დღეს თამარამაც უპასუხა და მსოფლიო ვარსკვლავების ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სცენაზე გასვლის წინ ისინიც ლოცულობენ.

“ჯი დი ეს-ზე” განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, გადაცემა „ბინა 18“ იმედზე გადავიდა. გადაცემა ეთერში დღეს გავა, ამის შესახებ განცხადება „ბინა 18-ის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

TOP სიახლეები

თათა გიორგობიანი: „ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ვარ და სამ სამსახურში ვმუშაობ, ვინმე თუ მხოლოდ სექსუალურობას ხედავს ჩემში, მისი პრობლემაა…“

გელა გნოლიძის „ღამის შოუს ბენდის“ წევრი, თათა გიორგობიანი ძალიან მომხიბვლელი გოგონაა და თამამად ჩაცმასაც არ ერიდება ეკრანზე. ჟურნალ „თბილისელებთან“ მან სექსუალობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „არ ვთვლი, რომ სექსუალობა ცუდი რამ არის. ქალს სხვადასხვა მხარე აქვს და სექსუალურობა ერთ-ერთია. თუ ვინმე ჩემში მხოლოდ ამ მხარეს ხედავს, ეს მისი პრობლემაა. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ვარ, სამ […]

აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე მშობლები გახდნენ

მსახიობი, ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები დღეს გახდნენ. მათ პირველი შვილი შეეძინათ. წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. აჩიკოსა და ნუცას უკვე ულოცავენ სოციალურ ქსელებში. მილოცვას რადიოჰოლდინგი “ფორტუნაც” სიამოვნებით უერთდება. (ფოტო)

ლევან წვერავა შვილის 10-წლიანი მოლოდინის შესახებ: „ეს მხოლოდ მედიცინის დამსახურება არაა, ბევრი სალოცავი მოვიარეთ…“

მომღერალ ლევან წვერავასა და მის მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, ათწლიანი ლოდინის შემდეგ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნოე დაარქვეს. ჟურნალ „თბილისელებს“ ლევანი თავის დიდ ემოციებს უზიარებს და აღნიშნავს, რომ პატარას ხილვის შესაძლებლობა მალე ფართო საზოგადოებას ახალი „იუთუბ არხის“ „ლეონი ფემილის“ საშუალებით ექნება, რომლის საშუალებითაც, წყვილი მაყურებელს მრავალფეროვან თემებს შესთავაზებს. ლევან წვერავა: ყველგან ვამბობ, რომ მთავარი წყვილს შორის ურთიერთშეთანხმებაა. […]

რეკლამა

Facebook