ვიდეო გალერეა

მსახიობი ქეთი ხუციშვილი მაყურებელმა სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო. ლუნას ლაღი პერსონაჟი ხალხმა გამოჩენისთანავე შეიყვარა, როგორც გაირკვა ბედნიერი და მომღიმარი ლუნას უკან, ტრაგიკული ქეთი ხუციშვილი დგას. საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ, ქეთიმ გუშინ “პროფილში” ისაუბრა.

გივი სიხარულიძემ ირინა ტორონჯაძეს უთხრა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ეთერში მოკრძალებულად ჩაცმული ქალი დაჯდებოდა. “ჩადრში გამოწყობილი ქალი მირჩევნია, თქვენნაირ გარყვნილ ქალებს, შენნაირი ქალები დაღუპავენ საქართველოს. შეუხედავი ხარ, ვინ ხარ? რას წარმოადგენ?” – განაცხადა გივი სიხარულიძემ.

ვანო მერაბიშვილის ცოლი, თაკო სალაყაია გუშინ იუბილარი იყო. მან დაბადების დღე ერთ-ერთ ბარში აღნიშნა, სადაც მეგობრებმა მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს. ლელა კილაძემ და მარი გოშხეთელიანმა, თაკოს ულამაზესი ტორტი მიართვეს და Happy birthday უმღერეს.

პაატა თედიაშვილის სიმღერა “სიყვარულის არმია” დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და ამ კომპოზიციის გამო, პაატას სოციალურ ქსელში უამრავ ადამიანი დასცინის. “მიუზიკ ბოქსმა” გაარკვია, რომ ერთობ პოპულარული სიმღერა, თედიაშვილმა ნაკლებად პოპულარული ევროპული ჯგუფისგან Porcelain Black მოიპარა, ქართული ტექსტი მოარგო და საზოგადოებას წარუდგინა.

მოდელი და ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი გუშინ იუბილარი იყო. ეკომ დაბადების დღე კარაოკე ბარში გადაიხადა, სადაც მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილი. ტელეწამყვანს დაბადების დღე, გრანდიოზული ტორტით მიულოცეს და მისმა მეგობრებმა რუსულად უმღერეს. იუბილარი დაბადების დღეზე ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი მივიდა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა.

ჩემი პასუხი ყველას გამოხმაურებაზე!!! აუცილებლად მინდა ასე ერთიანად და ხმამაღლა გითხრათ, რასაც ვფიქრობ… ჯერ ერთი, უღრმესი მადლობა ყველას თქვენ, ასე რომ გამილმაზეთ დროის ეს მონაკვეთი, რომელიც მე პროექტში გავატარე! რა თქმა უნდა, მე ვაგრძელებ სიმღერას (იმის რაც ჩემია).. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოსვლას, მე არ მომისმენია, ალბათ ვერც მოვუსმენ… რაც არ უნდა ძლიერი ვყოფილიყავი ამ ჟანრში, ამ სიმღერას ვერ ვიმღერებდი გამართულად, გემრიელად, აუღელვებლად.. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს დიდ სიყვარულს, რომელიც არის და იქნება ჩემი ტკივილი, იმიტომ რომ მე ის დავკარგე !!!

მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა მეუღლეს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა და “აიფონ 7” აჩუქა. ლეკას საჩუქარი ჩანთაში დახვდა და ძალიან გაუხარდა. მახარაშვილმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გიორგიმ და ლეკა მიქაძემ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს და მათი წყვილი დღემდე სამაგალითოა.

ცნობილი ქართველი სპორტსმენი, გიგა ჭიკაძე, რომელიც MMA-ში ჭიდაობს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში გიგა საკუთარ ქალიშვილს კრივში ავარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ პატარა გოგონა კრივის წესებს შესანიშნავად ფლობს. გიგა ჭიკაძე ამერიკაში ასპარეზობს და წარმატებული სპორტსმენია.

“ევროვიზიის“ გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. გადაცემა „პრაიმ შოუს“ ახალი ეპიზოდიც, სწორედ ამ კონკურსს ეძღვნება. გადაცემის წამყვანები უკრაინაში „ევროვიზიის“ After Party-ზეც იმყოფებოდნენ. წლევანდელი კონკურსის შესახებ, „პრაიმ შოუს“ სტუდიაში ქართველმა მომღერლებმა ისაუბრეს და როგორც ჩანს, სტუდიაში საკმაოდ ცხარე კამათიც გაიმართა. მუსიკოსმა მარიკო ებრალიძემ განაცხადა: “ჩვენ გვაფასებდნენ როგორც დებილებს“.

TOP სიახლეები

სექსუალური ქეთა საცურაო კოსტიუმში და რომანტიული შვებულება გუფისთან (ფოტო)

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, როგორ ისვენებს ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ახალ შეყვარებულთან გუფისთან ერთად. ამჯერად კი ინტერნეტში 31 წლის მომღერლისა და 38 წლის რეპერის ახალი რომანტიკული ფოტოები ვრცელდება. ქეთა ფოტოებზე შავი და ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმებში პოზირებს. ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე წყვილი ერთად ირუჯება. ეს ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად გუფიმ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წყვილი […]

„ნიუტონის“ წევრი ბაბი საავადმყოფოშია – მისი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ!..

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს. მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს: „ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან […]

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები. „ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი […]

რეკლამა

Facebook