გართობა

მოდელი და ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი გუშინ იუბილარი იყო. ეკომ დაბადების დღე კარაოკე ბარში გადაიხადა, სადაც მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილი. ტელეწამყვანს დაბადების დღე, გრანდიოზული ტორტით მიულოცეს და მისმა მეგობრებმა რუსულად უმღერეს. იუბილარი დაბადების დღეზე ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი მივიდა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა.

ჩემი პასუხი ყველას გამოხმაურებაზე!!! აუცილებლად მინდა ასე ერთიანად და ხმამაღლა გითხრათ, რასაც ვფიქრობ… ჯერ ერთი, უღრმესი მადლობა ყველას თქვენ, ასე რომ გამილმაზეთ დროის ეს მონაკვეთი, რომელიც მე პროექტში გავატარე! რა თქმა უნდა, მე ვაგრძელებ სიმღერას (იმის რაც ჩემია).. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოსვლას, მე არ მომისმენია, ალბათ ვერც მოვუსმენ… რაც არ უნდა ძლიერი ვყოფილიყავი ამ ჟანრში, ამ სიმღერას ვერ ვიმღერებდი გამართულად, გემრიელად, აუღელვებლად.. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს დიდ სიყვარულს, რომელიც არის და იქნება ჩემი ტკივილი, იმიტომ რომ მე ის დავკარგე !!!

ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი კანში გაემგზავრა, სადაც 17 მაისს, სტარტი მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კინოფესტივალმა აიღო. ბერა ივანიშვილი კანის კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით იმყოფება.

საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ოჯახს „სან ანტონიოს“ გულშემატკივრები ემუქრებიან. “Sports.yahoo.com-ის” ცნობით, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „სან ანტონიოს“ ლიდერმა კავაი ლეონარდიმ, ტერფის ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი განზრახ უხეშ თამაშში დაადანაშაულა. ამ გუნდის გულშემატკივარმა კი ფაჩულიას მუქარის წერილები გაუგზავნა, რის გამოც სან-ფრანცისკოს იმ სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, სპეციალური დაცვის დაქირავება გახდა საჭირო.

ნათლობის ცერემონიის შემდეგ, დღესასწაული რესტორან “თავადურში” გაგრძელდა, სადაც სტუმრებს შორის ანი კეკუა, თიკა მახალდიანი, ირმა ცქიტიშვილი, ოთო ნემსაძე და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ.

გუკა რჩეულიშვილის და ლელა კილაძის ქალიშვილი, თრინითი-მართა გაქრისტიანდა. პატარა მამა დავითის ტაძარში მშობლების მეგობრებმა მონათლეს. თრინითის ნათლიები ალინა არველაძე, თემურ უგულავა, მაქსიმე მაჩაიძე და სოფო დუნდუა არიან.

მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა მეუღლეს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა და “აიფონ 7” აჩუქა. ლეკას საჩუქარი ჩანთაში დახვდა და ძალიან გაუხარდა. მახარაშვილმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გიორგიმ და ლეკა მიქაძემ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს და მათი წყვილი დღემდე სამაგალითოა.

ცნობილი ქართველი სპორტსმენი, გიგა ჭიკაძე, რომელიც MMA-ში ჭიდაობს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში გიგა საკუთარ ქალიშვილს კრივში ავარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ პატარა გოგონა კრივის წესებს შესანიშნავად ფლობს. გიგა ჭიკაძე ამერიკაში ასპარეზობს და წარმატებული სპორტსმენია.

უნგრელი რეჟისორის, კორნეი მუნდრუცოს ​ფილმი “იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო შესული. კანის ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, წელს 18 ფილმი მოხვდა. მერაბ ნინიძე ფესტივალზე სადად ჩაცმული მივიდა, მას მაისურზე ქართული წარწერა ჰქონდა.

TOP სიახლეები

ვიდეო: ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის კადრები, სადაც ბერა საყვარელი ქალისთვის უკრავს

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები ბერა ივანიშვილის მეუღლის, ნანუკა გუდავაძის დაბადების დღიდან. ნანუკას მეუღლემ დიდი სიურპრიზი მოუწყო, ახლობელი ადამიანებისა და მუსიკოსების გარემოცვაში, ტორტითა და მისთვის სპეციალურად მიძღვნილი კომპოზიციით. ნანუკა 24 წლის გახდა. მასთან დაკავშირებული კიდევე რთი ვიდეო ბერამ თავის “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ასეთია მისთვის სიყვარულის ენა. (ვიდეო)

კახა კუხიანიძე: „სანაპიროზე მუხრუჭმა არ დამიჭირა… მაგრად გადავრჩი…“

კახა კუხიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარი მანქანის ფოტოს და წერს, რომ ღმერთს უყვარს, რადგან მუხრუჭმა არ დაიჭირა და გადარჩა: „ღმერთს მაგრად ვუყვარვარ! სანაპიროდან გადავუხვიე, რომ საწვავი  ჩამესხა, გავაჩერე … ჩავასხი საწვავი და მუხრუჭმა აღარ დაიჭირა, ხალხო, სანაპიროზე… მაგრად გადავრჩი… (სითხემ გაასხა)“. „ცოტა ისე კი ვყვები, – ვიდექი სამზარეულოში, თავში მომხვდა მაცივარი, დამემხო ჭერი… მაგრამ მაგარი […]

მერაბ სეფაშვილი საკუთარ მუსიკალურ გადაცემას „ტვ პირველზე“ გაუძღვება

მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ მუსიკალურ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ არხის შუადღის გადაცემაში თავად ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური გადაცემების გარდა, არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკალური გადაცემები. მერაბ სეფაშვილი: ზოგადად, ადამიანები ფიქრობენ, რა გემღერება, როცა ასეთი სიტუაციააო, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს. პირიქით, უნდა გემღერებოდეს, ეძებდე იმას, რაც გაგართობს და პრობლემებს დაგავიწყებს. ასეა სწორედ ასეთი პროექტები, უამრავია, თუმცა […]

რეკლამა

Facebook