გართობა

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ სულ ცოტა ხნის წინ, დიზიანერობა დაიწყო და ქუდების ხაზი შექმნა. როგორც თავად აცხადებს, დიზაინერობა უსაქმურად ყოფნის დროს გადაწყვიტა და შემდეგ ეს გართობა წარმატებულ ბიზნესად ექცა.

“ეს ბოლო გადაცემაა. მეც ძალიან მიჭირს თქვენთან დამშვიდობება, მაგრამ მოდით, როგორი პოზიტიურიც იყო “იღბლიანი ბორბალი” ისე დავამთავროთ” – ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა მაყურებელს.

სოფო ბედია დასასვენებლად დედამთილთან ერთად გაემგზავრა. ქმართან და დედამთილთან ერთად გადაღებული ფოტოები, მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ჩემს უსაყვარლეს დედასთან და ბუციკოსთან ერთად, მიყვარხარ გულში” – წერს მომღერალი.

ვახო ოქრუაშვილი აქამდე უმუშევარი იყო, რის გამოც სამი წლის წინ, ტაქსაობა დაიწყო. ამის შესახებ მან გადაცემა “პროფილში” განაცხადა. “სამი წელია რაც ვტაქსაობ და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. არსად არ დამიმალია, რომ თავისუფალი დრო მაქვს ტაქსაობისთვის“ – აცხადებს ვახო ოქრუაშვილი.

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ფოტო ბათუმის კლინიკაში არის გადაღებული. „გადავრჩი და კარგად ვარ“ – წერს მსახიობი. როგორც გაირკვა ანრი საავადმყოფოში, გულის შეტევით მოათავსეს და კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩება.  

“როცა ჩემი ოჯახის დანგრევის ამბავი საზოგადოებამ გაიგო, მე უკვე “მონელებული” მქონდა, მათ ფოტოებს რომ შევხედე დავმშვიდდი, გავაგრძელე მშვიდი ცხოვრება. რეალურად ჩვენ ჩვენი მეგობრობის, წლების, ურთიერთობის გამო პატივი ვეცით ერთმანეთს და რაღაცეები საიდუმლოდ შევინახეთ. ვეცადეთ თანაცხოვრება გვეცადა კიდევ ერთად. ამ დროის განმავლობაში, როდესაც საჯაროდ ცნობილი გახდა ჩვენზე, მე უკვე მონელებული მქონდა ეს ამბავი.

მსახიობი ქეთი ხუციშვილი მაყურებელმა სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო. ლუნას ლაღი პერსონაჟი ხალხმა გამოჩენისთანავე შეიყვარა, როგორც გაირკვა ბედნიერი და მომღიმარი ლუნას უკან, ტრაგიკული ქეთი ხუციშვილი დგას. საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ, ქეთიმ გუშინ “პროფილში” ისაუბრა.

სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი და ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი კანში იმყოფება. ერეკლე კოდუა კანის კინოფესტივალს შეყვარებულთან, კატია დიდასთან ერთად სტუმრობს. როგორც ჩანს წყვილი კინოფესტივალზე სტუმრობით კმაყოფილია და ისინი სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებენ.

“ჯეომოდელსის” დამფუძნებელი, ცნობილი ქართველი მოდელი, თაკო ჩხეიძე სამოგზაუროდ ხშირად დადის. თაკო ამჯერად ვენეციაში იმყოფება, სადაც გუშინ გაემგზავრა. ვენეციით მოხიბლულმა მოდელმა, სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო გამოაქვეყნა. თაკომ ვენეციის ქუჩებში გონდოლითაც გაისეირნა.

TOP სიახლეები

ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა აღიარა, რომ დავით ბაგრატიონისგან ორსულად იყო და აბორტი გაიკეთა

შორენა ბეგაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში სკანდალური რამ აღიარა. მან ფარული კონვერტი გახსნა და თქვა, რომ ის ფეხმძიმედ იყო დავით ბაგრატიონისგან, რომელთანაც რომანი აკავშირებდა. შორენა ბეგაშვილი: ეს ამბავი იყო მაშინ, როდესაც მე წამოსული ვიყავი მეფისგან და აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. კი, ჩვენ გვქონდა სექსი… ვფიქრობ, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან თავად ვიყავი არასასურველი და რა ერქმეოდა […]

ვიდეო: ეკა დემეტრაძისა და დათო გაბუნიას სიყვარულის ამბავი

მსახიობი ეკა დემეტრაძე და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრი, ხმის რეჟისორი, დათო გაბუნია საკმაო ხანია, ერთად არიან. წყვილმა “მთავარ არხს” თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა. როგორც აღნიშნეს, პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო. წყვილმა ერთმანეთი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ეკა ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა, ხოლო დათო ხმის რეჟისორად […]

ფოტო: ანუკი არეშიძემ ახალი კაფსულა-კოლექცია ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის შექმნა

ანუკი არეშიძის ახალი კაფსულა-კოლექცია, სადაც წითელი ფერი დომინირებს, დიზაინერის სოციალურ ქსელებში ახლახან გამოჩნდა. თორნიკე აივაზიშვილის ფოტოკამერის წინ მოდელმა თათია ახალაიამ მოირგო ანუკის ახალი ნამუშევრები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა სპეციალურად ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის brownfashion.com შექმნა. ანუკიმ ამჯერადაც არ უღალატა საკუთარ ხელწერას და ბრჭყვიალა ქსოვილები და ტყავი გამოიყენა. ქალური კოლექციის შეძენა ბრიტანულ საიტზეა შესაძლებელი. (ფოტოები)

რეკლამა

Facebook