გართობა

მერსი სულხანიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მანქანაში ლელა წურწუმიას სიმღერაზე ერთობა. მერსის ვიდეორგოლში ლელა წურწუმიას მსგავსი ვარცხნილობა აქვს. მან ვიდეოს ჩაწერის დროს შესაბამისი სათვალეც მოირგო.

ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი “კუსტარული” მაგრამ ზე-რეალური რეალითი-შოუ… მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალის-დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის…

„იქს ფაქტორის“ ლაივ-კონცერტები ფილარმონიაში გუშინ დაიწყო. პროექტს, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ოთო ღურწკაია და „თი ბლუზ ბენდი“ გამოეთიშა. ოთო აუტსაიდერებში სოფო საჟინიანთან ერთად მოხვდა. საჟინიანი პროექტში გიორგი გაბუნიას გადამწყვეტი ხმის მიცემის შემდეგ დარჩა.

„ნეტავ იცოდეთ მეგობრებო, როგორ გაფასებთ და როგორ მიხარია თქვენი მხარდაჭერა. დღეს ვიმღერე ისე, როგორც ვგრძნობდი და მიხარია, რომ დამაფასეთ. მიყვარხართ უზომოდ“ – წერს ამზოევი.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2-დან” წასვლის შემდეგ, ეკრანზე აღარ გამოჩენილა. ის ინტერვიუებზეც უარს ამბობს. თუმცა აქვს გეგმები, რომელზეც ჯერჯერობით არ საუბრობს. ნანუკამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იმიჯი აქვს შეცვლილი. შავი კარე მოდელს ძალიან უხდება. როგორც ირკვევა მას სურს იმიჯი რადიკალურად შეიცვალოს და სულ მალე ახალი ვარცხნილობით გამოჩნდეს.

მოდელი რუსა ჩაჩუა ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ვენაში გაემგზავრა. მათთან ერთად სამოგზაუროდ, წყვილის მეგობრებიც იმყოფებიან. ვენაში გამგზავრების მიზეზი, რუსას მეუღლის, დიმა ნაფეტვარიძის დაბადების დღეა. წყვილმა იუბილე სწორედ ავსტრიაში აღნიშნა. ორსულმა რუსა ჩაჩუამ მეუღლეს საკუთარ დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და სასტუმროს ნომერი, ოქროსფერი გულის ფორმის ბუშტებით მორთო. „ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, დიმუ მიყვარხარ ტკივილამდე, გილოცავ“ – წერს რუსა სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი და „ეროვნული ფორუმის“ წევრი, ანი მიროტაძე ორსულად არის, ის პირველ შვილს ელოდება. ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე 2017 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული 35 წლის დავით შეყილაძეა, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო. ბავშვის სქესს ანი ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს.

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. სანდროს წასვლის მიზეზზე, თამუნამ „პროფილში“ ისაუბრა: “როცა გავიგე ნაშვილები ვიყავი, სოფლიდან სოფელში დედის მოსაძებნად, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რთული გასაძლები ვიყავი, ბანაობის დროს ვტიროდი, სანდრო დაიღალა და წავიდა“ – განაცხადა მუსერიძემ.

„ტელეიმედმა“ მაყურებელს დილის ეთერში აჩვენა, რა ხდება პროექტის კულისებში. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და წარმატებისთვის თავს არ ზოგავენ.

TOP სიახლეები

ანი გიუნტერი წითელ კომბინეზონში ბუნებაში პოზირებს

ანი გიუნტერი „ინსტაგრამის“ გამომწერებს ყოველდღიურად ახალ-ახალი საინტერესო ჩაცმულობებით ანებივრებს, რომელთაც ფოტოსესიების სახით წარმოგვიდგენს ხოლმე. ახლახან ანიმ ძაღლთან ერთად ბუნებაში გაისეირნა და ფოტოებმაც არ დააყოვნა. გამხდარი ტელეწამყვანი საკუთარ ფორმებს წითელ მოტკეცილ კომბინეზონში აჩენს. ანიმ ამ ფოტოსესიის ქვეშ უამრავი კომპლიმენტი მიიღო. (ფოტოები)

მიშა ანდღულაძეს ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ: „ვიცი, რომ იქით ღალატობდა ცოლს…“

მას შემდეგ, რაც მიშა ანდღულაძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ეკა ჩხეიძის გადაცემაში ისაუბრა, ჟურნალმა „სარკემ“ მიშას ოჯახის წევრები, დედა და ძმა, ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ იუმორისტმა სკანდალურ ინტერვიუში ილაპარაკა მამის ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა, რომ ის ციხეში გაეშვა, ასევე გაამხილა მიზეზი, რატომ დაშორდა მეუღლეს. მიშამ აღნიშნა, რომ ცოლთან თავიდანვე მოილაპარაკა, რომ […]

თიკა ჯამბურია: „აღარ ვაპირებ, ჩემს პირადზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები პოპულარულები გავხადო…“

თიკა ჯამბურია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაში ამჟამად ისეთი ეტაპი არ არის, რომ სერიოზულად ილაპარაკოს. თიკა ჯამბურია: „ჩემს პირად ცხოვრებაში ახლა ისეთი ეტაპი არ არის, რომ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო. არ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები კიდევ გავხადო პოპულარულები. ხშირ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში სწორედ ასე ხდებოდა. ერთი სერიოზული გრძნობა ხომ გქონდათ ბოლო დროს, დასრულდა? კი, დასრულდა. ახლა ჩემს […]

რეკლამა

Facebook