ფოტო გალერეა

ამასობაში, 44 წლისაც გავხდი. მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის, კრიტიკისა და მოსაზრებებისთვის, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ერთად, აუცილებლად შევძლებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის გარდაქმნას და გაძლიერებას!”- წერს ალექსანდრე ჯეჯელავა.

თბილისის სკოლებში ბოლო ზარი უკვე დაირეკა. წელს სკოლა დაამთავრა ცნობილმა ქართველმა მოდელმა ანა შელიამ. ანას სამოდელო კარიერის გამო, ხშირად უწევდა სკოლის გაცდენა, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა, თუმცა სწავლის დამთავრებას მშობლიურ სკოლაში, კლასელებთან ერთად შეხვდა. ანა ამჯერად მისაღები გამოცდებისთვის ემზადება.

ივანა მელაი სოციალურ ქსელში, ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. პატარა ელიზაბეტ-ნატალი ლომიძე, დედას ძალიან ჰგავს და “მიუზიკ ბოქსის“ კამერების წინ გამოჩენის შემდეგ შესამჩნევად გაზრდილია. ელიზაბეტ-ნატალი ლომიძე ამერიკაში დაიბადა და საქართველოში, ჯერ მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული. ივანა მელაის და გურამიკო ლომიძეს, პატარა გოგონას აღზრდაში მშობლები ეხმარებიან.

“როგორ მიყვარხარ გოშა კუცენკო, ამის ძალიან ბევრი მიზეზია. მაგრამ მთავარი მიზეზია შენი კეთილი გული და ნამდვილი ძვლის ტვინი. მურაბის დღეს გილოცავ მეგობარო“ – წერს თოფურია.

ლიკა ყაზბეგი და გიორგი ჯელაძე 2013 წელს, საპყრობილეში დაქორწინდნენ. მათი მეჯვარე ლალი მოროშკინა იყო, ამ ქორწინებას დიდი ხმაური მოჰყვა, მაგრამ როგორც ჩანს სიყვარულმა დიდხანს ვერ გაძლო და წყვილი დაშორდა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მიუზიკ ბოქსი“ ლიკა ყაზბეგს დაუკავშირდა:

ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი კანში გაემგზავრა, სადაც 17 მაისს, სტარტი მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კინოფესტივალმა აიღო. ბერა ივანიშვილი კანის კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით იმყოფება.

საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ოჯახს „სან ანტონიოს“ გულშემატკივრები ემუქრებიან. “Sports.yahoo.com-ის” ცნობით, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „სან ანტონიოს“ ლიდერმა კავაი ლეონარდიმ, ტერფის ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი განზრახ უხეშ თამაშში დაადანაშაულა. ამ გუნდის გულშემატკივარმა კი ფაჩულიას მუქარის წერილები გაუგზავნა, რის გამოც სან-ფრანცისკოს იმ სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, სპეციალური დაცვის დაქირავება გახდა საჭირო.

ნათლობის ცერემონიის შემდეგ, დღესასწაული რესტორან “თავადურში” გაგრძელდა, სადაც სტუმრებს შორის ანი კეკუა, თიკა მახალდიანი, ირმა ცქიტიშვილი, ოთო ნემსაძე და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ.

გუკა რჩეულიშვილის და ლელა კილაძის ქალიშვილი, თრინითი-მართა გაქრისტიანდა. პატარა მამა დავითის ტაძარში მშობლების მეგობრებმა მონათლეს. თრინითის ნათლიები ალინა არველაძე, თემურ უგულავა, მაქსიმე მაჩაიძე და სოფო დუნდუა არიან.

TOP სიახლეები

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას სოლიდარობას უცხადებს

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ეხმიანება და დადებითად აფასებს. მისი თქმით, ჟიურის წევრებისგან უზრდელობა მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ირაკლი კაკაბაძე წერს: „სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე […]

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

რეკლამა

Facebook