ფოტო გალერეა

მოდელი რუსა ჩაჩუა ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ვენაში გაემგზავრა. მათთან ერთად სამოგზაუროდ, წყვილის მეგობრებიც იმყოფებიან. ვენაში გამგზავრების მიზეზი, რუსას მეუღლის, დიმა ნაფეტვარიძის დაბადების დღეა. წყვილმა იუბილე სწორედ ავსტრიაში აღნიშნა. ორსულმა რუსა ჩაჩუამ მეუღლეს საკუთარ დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და სასტუმროს ნომერი, ოქროსფერი გულის ფორმის ბუშტებით მორთო. „ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, დიმუ მიყვარხარ ტკივილამდე, გილოცავ“ – წერს რუსა სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი და „ეროვნული ფორუმის“ წევრი, ანი მიროტაძე ორსულად არის, ის პირველ შვილს ელოდება. ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე 2017 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული 35 წლის დავით შეყილაძეა, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო. ბავშვის სქესს ანი ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს.

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. სანდროს წასვლის მიზეზზე, თამუნამ „პროფილში“ ისაუბრა: “როცა გავიგე ნაშვილები ვიყავი, სოფლიდან სოფელში დედის მოსაძებნად, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რთული გასაძლები ვიყავი, ბანაობის დროს ვტიროდი, სანდრო დაიღალა და წავიდა“ – განაცხადა მუსერიძემ.

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ სულ ცოტა ხნის წინ, დიზიანერობა დაიწყო და ქუდების ხაზი შექმნა. როგორც თავად აცხადებს, დიზაინერობა უსაქმურად ყოფნის დროს გადაწყვიტა და შემდეგ ეს გართობა წარმატებულ ბიზნესად ექცა.

სოფო ბედია დასასვენებლად დედამთილთან ერთად გაემგზავრა. ქმართან და დედამთილთან ერთად გადაღებული ფოტოები, მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ჩემს უსაყვარლეს დედასთან და ბუციკოსთან ერთად, მიყვარხარ გულში” – წერს მომღერალი.

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ფოტო ბათუმის კლინიკაში არის გადაღებული. „გადავრჩი და კარგად ვარ“ – წერს მსახიობი. როგორც გაირკვა ანრი საავადმყოფოში, გულის შეტევით მოათავსეს და კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩება.  

სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი და ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი კანში იმყოფება. ერეკლე კოდუა კანის კინოფესტივალს შეყვარებულთან, კატია დიდასთან ერთად სტუმრობს. როგორც ჩანს წყვილი კინოფესტივალზე სტუმრობით კმაყოფილია და ისინი სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებენ.

“ჯეომოდელსის” დამფუძნებელი, ცნობილი ქართველი მოდელი, თაკო ჩხეიძე სამოგზაუროდ ხშირად დადის. თაკო ამჯერად ვენეციაში იმყოფება, სადაც გუშინ გაემგზავრა. ვენეციით მოხიბლულმა მოდელმა, სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო გამოაქვეყნა. თაკომ ვენეციის ქუჩებში გონდოლითაც გაისეირნა.

ცნობილი კალიფორნიელი მოდელი, ბელა ჰადიდი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას კაბაში იწონებს თავს. ბელა ჰადიდის ლურჯი კაბა, ქართული ჩოხის მოტივებზე არის შექმნილი.

TOP სიახლეები

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები. „ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი […]

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

სოფო ბედია დედა გახდება – „ნიკუშას ძმა ეყოლება…“

სოფო ბედია ორსულადაა. მან ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა და მილოცვებსაც სიამოვნებით იღებს. სოფოს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელსაც ნიკუშა ჰქვია. „ნიკუშას ძმა ეყოლება“, დაწერა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც, როგორც ჩანს, ეს ამბავი დაუდასტურეს. სოფოსა და მის მეუღლეს, მიშა მესხს, დიდი ხანია სურთ ბავშვის ყოლა. მომღერალი ისეთი ბედნიერია ახალი ამბით, რომ […]

რეკლამა

Facebook