გართობა

ნეკა სებისკვერაძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა ჩაწერა, ბრაზილიური იავნანა. ამ სიმღერაზე შემსრულებელმა კლიპიც გადაიღო და ახლახან „იუთუბზე“ განათავსა. ნეკა წერს: „ესეც დაპირებული ბრაზილიური იავნანა♥ ჩემი პატარა საჩუქარი ბავშვებს, რომლებიც ჩემ თვალწინ იზრდებიან, ჩემი შეუდარებელი მეგობრების საოცარი შვილების სახსოვარი, რომელიც წლების შემდეგ კარგ განწყობაზე დააყენებთ <3 მადლობა ჩემს გვანცა მეფარიშვილს სამახსოვრო ვიდეოსათვის♥ #ბავშვები #იავნანა […]

დღეს “რუსთავი 2”-ის დაბადების დღეა. არხს 23 წელი შეუსრულდა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და მშობლიურ არხს დაბადების დღეს, ამ ფორმით ულოცავს. “13 წელი აქ, რუსთავი 2-ზე. მიყვარს ყველა დღე და ყველა აქ გატარებული წუთი” – წერს ტელეწამყვანი.

ბოლო დროს, ეკა კვალიაშვილი სამუშაოდ საბერძნეთში იყო წასული, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბერძენ ბიზნესმენზე თხოვდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს არ გაუმართლა და თბილისში დაბრუნდა.

ქეთა თოფურია ქალიშვილის, ოლივია გეიხმანის გარეშე არსად აღარ დადის. გოგონა დედას უკვე რეპეტიციებზეც დაყვება. ქეთამ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარა ოლივია მიკროფონში სიმღერას ცდილობს. როგორც ჩანს გოგონას სიმღერა ძალიან მოსწონს და არც არის გამორიცხული, მალე დედასთან ერთად ამღერდეს კიდეც.

“ძალიან კარგი ბავშვია, ღამე კარგად სძინავს. უკვე “აღუც”-თქვა. სამი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ გოგოს დედობა საერთოდ სხვა არის. ახლა არ ვმუშაობ და ძირითადად სულ ბავშვთან ვარ. რაც ბიჭების შემთხვევაში სხვანაირად იყო, რთული გრაფიკით ვმუშაობდი მაშინ. ჩემი ორსულობა გუკამ ადვოკატისგან გაიგო. მშობიარობის დროს, თან ტელეფონზე ველაპარაკებოდი. როცა გუკა გამოვიდა, გაუჭირდა თრინითის შეგუება, ხელში როცა აყავდა ტიროდა. მაგრამ ახლა გაიარა ამ პროცესმა. ეტყობა ვერ გაიგო, რატომ არ იყო მამა მასთან 9 თვის მანძილზე და ამიტომ ეჩხუბებოდა” – განაცხადა ლელა კილაძემ.

წყვილს კომენტარებში იქს ფაქტორის მონაწილე ელენე ნინიძე უწერს: “სუპერ წყვილი “. შეგახსენებთ, რომ ცირას ბოლო სიყვარული ტრაკიგული შემთხვევით დასრულდა და ეს თემა მისთვის ტაბუდადებული იყო. ახლა კი როგორც ჩანს მომღერალმა პირადი ცხოვრება მოიწყო.

ელენა ჩიხლაძე საქართველოში აღმოსავლური ცეკვის განვითარებით არის დაკავებული. 2003 წლიდან არის საქართველოში აღმოსავლური ცეკვების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, IDO-ს კომიტეტის ხელმძღვანელი , აღმოსავლური ცეკვის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უკვე 15 წლის განმავლობაში. ელენა ასევე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

გუშინ საქართველომ კიდევ ერთი „მის მკერდის“ ტიტულის მფლობელი გოგონა გამოავლინა. კონკურსის გამარჯვებული 31 წლის სოფი ახალაძე გახდა. საუკეთესო მკერდის მქონე გოგონებს 13 კაციანი ჟიური არჩევდა, რომლის წევრებიც ცნობილი ადამიანები იყვნენ. ჟიურის იულია მარგუნოვა ხელმძღვანელობდა. მისმა გადაწყვეტილებამ გიორგი მასხულიას გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსანტთან, თამთა ჯობავასთან ერთად სიგელი სახალხოდ დაწვა და გვირგვინი გადააგდო. რა გახდა, მასხულიას გაღიზიანების მიზეზი, ამის შესახებ, ის „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

ვიდეო ბათუმში არის გადაღებული. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტები აჭარაში „აეროსმიტის“ კონცერტზე იმყოფებოდნენ და ვიდეოც სწორედ მაშინ გადაიღეს.

TOP სიახლეები

რას საქმიანობს ნინი გოგიჩაიშვილი დუბაიში: „მეც ცოტათი მაინც ვიყო ,,გოგიჩასნაირი“ გოგიჩა, შინაც და გარეთაც…“

ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას უძღვება, სადაც საინტერესო ადამიანებისა და არაორდინარული პროექტებისა და ბიზნესმოდელების შესახებ უყვება მაყურებელს. ნინი ამჟამად დუბაიშია, სადაც არა მხოლოდ უკრაინული არხისთვის მუშაობს. ნინი, მოგვიყევი შენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. რატომ ხარ დუბაიში წასული? ვფიქრობ ახლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია ჩემთვის, როცა ვმუშაობ საკუთარი თავის, უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რადგან ახალ ამპლუაში მაყურებლის წინაშე გამოჩენა […]

ცისანა სეფიაშვილი: „ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია, მამაკაცს, რომელიც მეამაყება, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და რომლის ზურგს უკანაც ვდგავარ…“

ცისანა სეფიაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენაა მნიშვნელოვანი. არაფერს ნანობს და არ უყვარს წარსული მოვლენებისა თუ შეცდომების ნეგატიურ ჭრილში დანახვა. ამჟამად მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას, მრავალწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, როდესაც მხოლოდ შვილებზე იყო გადართული, სურს, პარალელურად, საქმიანობასაც დაუბრუნდეს. სად ხედავს საკუთარ თავს, ამის შესახებ თავად გვესაუბრა… ცისანა, ამას წინ გამოაქვეყნეთ სტატუსი, […]

ვიდეო: მამულიჩა ფორმას მეუღლის შიშით ინარჩუნებს

პროდიუსერი კახა მამულაშვილი გადაცემა „ქალების“ სტუმარია. ანონსიდან ჩანს, რომ წამყვანები ინტერესდებიან, როგორ ახერხებს ის ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას. მამულიჩა ამბობს, რომ ეს შიშის დამსახურებაა. ალექსანდრა პაიჭაძის რეპლიკას, რომ ეს ფორმიდან ამოვარდნის შიშია, მამულიჩა ამატებს: „და მეუღლისაც…“ (ვიდეო)

რეკლამა

Facebook