„ბლექ სი არენა” 2019 წლის სეზონს 6 „გრემის“ მფლობელი Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის!..

„ბლექ სი არენა” 2019 წლის სეზონს 6 „გრემის“ მფლობელი Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის!..

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერიტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება. ჯგუფი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად ძირითად აქცენტს ჰიპ-ჰოპზე აკეთებდა, მოგვიანებით კი შემოქმედებითი საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა და Black Eyed Peas გლობალური მუსიკალური ფენომენი გახდა.

1998 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომი Behind the Front გამოიცა, რომელსაც 2 წლის შემდეგ Bridging the Gap მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ჩანაწერებით კრიტიკოსების ქება დაიმსახურეს, საერთაშორისო წარმატების მომტანი მაინც 2003 წელს გავრცელებული Elephunkგახდა, რომელშიც Black Eyed Peas-ის ისეთი ჰიტები შევიდა, როგორებიცა „Where Is the Love?”, „Shut Up” და „Let’s Get It Started”. ამ უკანასკნელმა ბენდს პირველი გრემის ჯილდო მოუტანა ნომინაციაში „საუკეთესო რეპშესრულება“. ეს Black Eyed Peas-ის პირველი ალბომი იყო, რომელიც Fergie-სთან თანამშრომლობით ჩაიწერა.

Elephunk-ის წარმატება შემდეგმა ალბომმა, Monkey Business-მაც გაიზიარა, რომლის სიმღერებმაც ჯგუფს 4 „გრემი“ მოუტანა. “Pump It”, “Don’t Phunk with My Heart”, “My Humps”, “Don’t Lie” და ალბომის სხვა ნამუშევრების წარმატებამ Black Eyed Peas მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალ საფეხურზე აიყვანა, სადაც დღემდე წარმატებით რჩება.

Black Eyed Peas-ის მსმენელი მუსიკალური ექსპერიმენტებით მუდმივად განებივრებული იყო, თუმცა 2009 წელს გამოსულმა ალბომმა The E.N.D. კიდევ ერთხელ გამოკვეთა,- ჯგუფი თავის მუსიკალურ სივრცეს უფრო მეტად აფართოვებდა. “Boom Boom Pow”, “I Gotta Feeling”, “Imma Be” – ეს ალბომში შესული იმ კომპოზიციების არასრული ჩამონათვალია, სადაც ელექტრონული ჟღერადობა დიდი ხარისხით იგრძნობოდა. 11 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით და „გრემის“ 6 ნომინაციით The E.N.D არა მხოლოდ Black Eyed Peas-ის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა. ალბომის წარმატების გათვალისწინებით, მალევე გამოიცა მორიგი ჩანაწერი The Beginning, რის შემდეგაც ჯგუფმა სტუდიური პროექტებისგან რამდენიმეწლიანი პაუზა აიღო.

სწორედ ამ პერიოდში ჯგუფის თითოეულმა წევრმა აქცენტი საკუთარი კარიერის განვითარებაზე გააკეთა, რაც წარმატებით გამოუვიდათ. Fergie-მ სოლოკარიერა განაახლა და სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობა დაიწყო, რის გამოც საბოლოოდ Black Eyed Peas-თან ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა. შესაბამისად, ჯგუფის უკანასკნელი ალბომიMasters of the Sun Vol. 1 მის გარეშე ჩაიწერა. ამ ალბომში Black Eyed Peas შეეცადა, The E.N.D და The Beginning-სგან განსხვავებული ნამუშევრები შეექმნა და მუსიკალურად საკუთარი კარიერის ადრეულ ოქროს წლებზე ფოკუსირდნენ, თუმცა ალბომისთვის მიძღვნილი ტურნე ჯგუფის როგორც ძველ, ასევე ახალ ჩანაწერებსაც მოიცავს და ფაქტობრივად, Black Eyed Peas-ის ყველა მნიშვნელოვან ჰიტს აერთიანებს.

Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 30 აპრილიდან ორი ინტერნეტ პლატფორმის, tkt.ge და eventer.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება.

Black Eyed Peas-ის გარდა, 2019 წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ საიტსა და ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ეტაპობრივად გაეცნობით.

„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions,Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმასპინძლა. ამის პარალელურად „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხავდასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით,მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.

სიახლეები/

|

April 30, 2019 / 1:11 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას” სცენაზე

“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი” – ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც 13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე წარმოთქვა. აყურებლებთან სრულ ინტერაქციაში შესული მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთი ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, […]

“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

ბლექ სი არენა 13 აგვისტოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, მუსიკოსს მასპინძლობს. ჯარედ ლეტო როკბენდით Thirty Seconds to Mars შეკვეთილში მდებარე არენაზე წარდგება და საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანს კრებს ხოლმე, ძველ და შედარებით ახალ სიმღერებს შეასრულებს. ბენდის წევრები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, მანამდე კი ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ჯარედ ლეტოს ფოტო, წარწერა კი, […]

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს […]

ჯესი ჯეიმ „ბლექ სი არენაზე“ 10 000 მსმენელისგან გიჟური ენერგია მიიღო

ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს ესტუმრა. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩინარებული ყველა ბილეთი იმას მოწმობდა, რომ ათი ათასკაციან დარბაზში, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, დაუვიწყარი სანახაობა შედგებოდა. ფანების აქტიურობამ მომღერალი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაინც გააკვირვა და „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენას“ კულისებიდან გადაღებული ვიდეო დადო, რომელზეც ქართველი ფანების სიმღერა იყო ასახული. რასაკვირველია, ჯესი ჯეის რეპერტურიდან. […]

რეკლამა