ბიორკისა და ნიკოლოზ რაჭველის პირველი ერთობლივი ფოტო – „ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 20 წელი და შევხვდებოდი…“

ბიორკისა და ნიკოლოზ რაჭველის პირველი ერთობლივი ფოტო – „ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 20 წელი და შევხვდებოდი…“

ისლანდიელი შემსრულებელი ბიორკი საქართველოშია. ის ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ისნტრუმენტების რეპეტიციას დაესწრო. მოგეხსენებათ, 31 ოქტომბერსა ფილარმონიაში, ხოლო 3 ნოემბერს – ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი ორი კონცერტი გაიმართება. ბიორკი შეასრულებს კომპოზიციებს ახალი ალბომიდან, ასევე რამდენიმე ძველ სიმღერასაც.

SOU ფესტივალის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში, ბიორკი საქართველოს რამდენიმე მხარეს მოინახულებს და ქართული ფოლკლორის ნიმუშებსაც გაეცნობა.

ბიორკის დიდი თაყვანისმცემელია ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც მასთან ერთად რეპეტიციის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„როდესაც ბიორკი და მისი შემოქმედება თავდავიწყებით შემიყვარდა, 18 წლის ვიყავი, ვენაში სწავლისას სიმწრით მოგროვებულ შილინგებს მისი ალბომის, საკონცერტო ლაივების და მასზე გამოცემული წიგნების შეძენაში ვხარჯვდი, მერე კი ხშირად საჭმლის და მგზავრობის საშუალება არ მქონდა, თუმცა ვიყავი ბედნიერი… და მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 20 წელი და შევხვდებოდი, თან არა როგორც მხოლოდ თაყვანისმცემელი, არამედ მასპინძელი, იმ ორკესტრის ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც სასწაულებს მოახდენს 31 ოქტომბერს ფილარმონიაში და 3 ნოემბერს ოპერაში…

ცოტა რამ ამ პროგრამის შესახებ: ბიორკი მუსიკაში ახალი ჟანრის ფუძემდებლად მოგვევლინა, ალტერნატივა ეწოდა ამ მიმდინარეობას, თუმცა იმდენად აიტაცა სამყარომ, რომ მალე პოპ მუსიკოსის კლიშე მიაკერეს. მაგრამ ბიორკი მალე დაუძვრა ცდუნებას და მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მიუღწეველ სიმაღლეებს მისწვდა, რითაც ყოველთვის იყო და არის წინ, იქ სადაც სიახლე ერწყმის სიღრმეს, იქ სადაც მთავრდება ჟანრების დიფერენცია და მუსიკა ხდება ფილოსოფიური ხელოვნება, რომელიც ადამიანს ბუნების და ღმერთის ენაზე ამეტყველებს. მას ძალიან ბევრი საკონცერტო ვერსია აქვს სცენაზე გამოტანილი, თუმცა ბოლო პროექტი, რომლითაც ის თბილისს ესტუმრა ჩემთვის ყველაზე ახლობელია, რადგან ის მღერის მხოლოდ ორკესტრთან, ყველა სხვა ელექტრონული ბგერის გარეშე, პირიქით მისი არანჟირებები საშუალებას გვაძლევენ მოვისმინოთ თუ როგორ შეუძლია კლასიკურმა სიმებიანმა ორკესტრმა თავად მიაღწიოს მეტალის, ელექტრო ბგერის და სხვა ხმოვანი ეფექტების ჟღერადობას. თავად ბიორკია ავტორი საორკესტრო ვერსიების და რეპეტიციაზე თავადვე უხსნიდა ჩვენს მუსიკოსებს თუ როგორი ხმოვანების მიღწევა სურდა ამ არანჟირებებზე მუშაობისას. პირველი კონცერტი ამ პროგრამით ლონდონის როიალ ალბერტ-ჰოლში მისცა და 8000 (რვა ათასი) მსმენელი ნახევარი საათი არ ცხრებოდა აპლოდისმენტებისგან. მერე რამდენიმე ქვეყანა მოიარა და ახლა სოუ ფესტივალის და სანდრო ლომინაშვილის დამსახურებით ჩვენთვის იმღერებს. ჰოდა იცით, ალბათ არ არის იოლი მისი მუსიკა, არც გასართობია და არც უბრალოდ სასიამოვნო, ყველა ვინც კონცერტზე დააპირებს მოსვლას (ფილარმონიაში ჯერ კიდევ არის ბილეთები და მუსიკის მოყვარულებო არ გამოტოვოთ შანსი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია ფასი) უნდა იცოდეს, რომ მას იმ საღამოს სცენიდან მუსიკის ენით დაელაპარაკება ისლანდიის საოცარ ბუნებაში აღმოცენებული გენიოსი, რომელიც ყველაფერს რასაც აკეთებდა და აკეთებს არის თავისი, მისი ენა, მისი სტილი, მისი ჰარმონია, მისი ხასიათი, მისი აღმოჩენები, მისი წიაღსვლა და მისი ხედვა სამყაროს მიმართ. და ეს ყველაფერი თავის კვალს დატოვებს ჩვენში, ისევე როგორც ჩემში დატოვა და ყველას წინაშე კიდევ ერთხელ ვიტყვი: ის რომ მე გამომივიდა გია ყანჩელის მუსიკის პროექტი, კიდევ არაერთი გაორკესტრება თუ საკუთარი ნაწარმოები ვუმადლი ამ სასწაულ მუსიკოსს და მისი მუსიკით წლების მანძილზე მიღებულ შთაბეჭდილებებს…

P.S. კონცერტს უდირიჟორებს ბიორკის პროექტების მუს. ხელმძღვანელი ისლანდიელი დირიჟორი ბიარნ ფრიმანი, რომელიც დღეს ჩამოვიდა. ის დაჰყვება მომღერალს საგასტროლო ტურებში და მათ შორის თბილისშიც. მე კი თქვენთან ერთად გადავინაცვლებ დარბაზში და ვუგულშემატკივრებ ეროვნულ ორკესტრს ამ მეტად ძვირფას პროექტში!!!“

სიახლეები/

|

October 30, 2017 / 12:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

“ძალიან მინდა ამ ხალხისთვის მადლობის გადახდა” – გიო ხუციშვილი კონცერტისთვის ემზადება

29 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართება. “ეს ვარსკვლავი ეკუთვნის მთელ ჩემ თაობას. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მინდა ამ ხალხთან შეხვედრა და მადლობის თქმა ყველაფრისთვის. ჩემს მსმენელს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს”, – ამბობს ის ტელეკომპანია პირველთან. გიო ხუციშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის, თუმცა, როგოც მცირე  „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, […]

კოსტა და სოფო „მხოლოდ ქართულიდან“: „გამარჯვებაზე არც ერთი არ ვფიქრობთ!..“

კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი რადიო „ფორტუნას“ ლაივის მეორე დღეს ესტუმრნენ. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები გადაღლილები არიან, რადგან მათთვის კონკურსის კიდევ ერთი დღე გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, როცა „მხოლოდ ქართული“ მისმა ერთმა მონაწილემ, შოთა ლეგაშვილმა დატოვა. სამი საათი გიძინიათ მხოლოდ… სოფო: ძილმა გამოგვიცხადა ბოიკოტი დიდი ემოციების გამო, დაღლილობის, დიდი ემოციების გამო. შოთა ჩენი მეგობარია პირველი კასტინგის მერე. გრძნობ, […]

„ოქროს ტალღა“  ნიკოლოზ რაჭველთან  და „გრემის“ მფლობელ ლიზა ფიშერთან ერთად – გრანდიოზული შოუ ფილარმონიაში!..

„ოქროს ტალღა 2018“ 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე იუბილარია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები 17 სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. წლის სიმღერის კატეგორიაში 127 ახლადშექმნილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოვება – ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრი და სპეციალური სტუმარი

„ოქროს ტალღა“ 2018 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოვება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ასევე იუბილარია და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში 17 კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. წლის სიმღერის კატეგორიაში […]

ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი: „დავფიქრდებით, ღირს თუ არა იცხოვრო და იმოღვაწევო იქ, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო შენი არსებობა…“

2018 წლის 2 აპრილს ჰამბურგის ახლად გახსნილ საკონცერტო დარბაზში – ElbPhilharmonie საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა დახურა, მას ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა, სოლისტი კი დუდანა მაზმიშვილი გახლდათ. კონცერტის შემდეგ ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მსმენელის სრული აღფრთოვანება ჩანს ქართველი მუსიკოსებით. ნიკოლოზ რაჭველმა ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა: „როდესაც სიმფონია დავასრულეთ და […]

მუსიკალური მოგზაურობა კინოსამყაროში ნიკოლოზ რაჭველისგან

მსოფლიო კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და რამდენიმე სოლისტის შესრულებით წელს, 9 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმართა. წარმატებული პროექტი მუსიკოსებმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მე-18-ჯერ წარმოადგინეს. მუსიკალური მოგზაურობა კინოსამყაროში იმდენად საინტერესო, ნოსტალგიური და მელოდიურია, რომ გულგრილს ვერ დაგტოვებთ, პროექტის მოსმენა აუცილებლად მოგინდებათ ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ორგანიზატორები მის გამეორებას გადაწყვეტენ, მით უმეტეს, თუკი სიახლეა დაანონსებული. […]

როგორ „ჩაძირეს“ ყვავილებში თბილისის ოპერის სცენაზე ბიორკი (ვიდეო)

ისლანდიელი შემსრულებელი ბიორკი თბილისში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში „სოუ ფესტივალის“ ფარგლებში ორი კონცერტი გამართა, 31 ოქტომბერს, ფილარმონიაში, ხოლო 3 ნოემბერს – ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოინახულე სხვადასხვა საინტერესო თბილისური ადგილი, ისადილა რამდენიმე ცნობილ რესტორანში და კმაყოფილმა დატოვა საქართველო. ბიორკის კონცერტებზე მაყურებელს, მისივე თხოვნით, გადაღების უფლება არ მიეცა, თუმცა ოპერის თეატრში […]

ბიორკის კონცერტზე დასასწრებად საქართველოში მსმენელი 25 ქვეყნიდან ჩამოვა                        

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა. ელექტორნული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა. Björk-ის  მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის […]

რეკლამა