ბიორკი საქართველოში ამა წლის ოქტომბერში ჩამოვა – კონცერტი ფილარმონიაში იგეგმება

0
1684

დაზუსტებული ინფორმაციით, ბიორკი ფილარმონიაში კონცერტს ამა წლის ოქტომბრის ბოლოს გამართავს. „ფორტუნასთვის“ აქამდე ცნობილი იყო, რომ ცნობილი ისლანდეილი შემსრულებელი საქართველოში 2018 წელს აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ ახლახან დაგვიდასტურეს, რომ მისი კონცერტი სწორედ 2017 წლის  30 ან 31 ოქტომბერს შედგება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიორკს საქართველოში ჩამოაქვს პროექტი, სადაც მის გარდა მონაწილეობს 10 მევიოლინე და დიჯეი.

ბიორკის მუსიკალური მემკვიდრეობა ძალიან დიდია. მისი კარიერა ოთხ ათეულ წელიწადს ითვლის, მისი მუსიკა სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს, მათ შორის ელექტროს, პოპს, ექსპერიმენტალს, კლასიკურ მუსიკას, თრიპ ჰოპს და ავანგარდულ მიმართულებებს.

ბიორკი 1987 წელს გახდა ცნობილი, როცა ალტერნატიულმა როკ-ჯგუფმა The Sugarcubes გამოსცა სინგლი „Birthday“. სოლოკარიერა ბიორკმა 1993 წელს დაიწყო. მისი ალბომებიდან რამდენიმემ ბილბორდის ცხელი 200-ეულის ტოპ 20-ში დაიკავა პოზიციები, მსოფლიოში, პოპჩარტების ცხელ 40-ეულში მისი 30 სინგლი მოხვდა, 2015 წლამდე მონაცემებით, მას მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის დასახელებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ქალი და მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, 14-ჯერ იყო წარდგენილი „გრემიზე“, ერთხელ „ოსკარზე“, ორჯერ „ოქროს გლობუსზე“. 2015 წელს „თაიმმა“ „100 ყველაზე გავლენიან ადამიანს“ შორის შეიყვანა. 2000 წელს კანის კინოფესტივალზე „სიბნელეში მოცეკვავე“-ში შესრულებული როლისთვის, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა, ჯილდო მიიღო.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here