ბიჭოლას უცნაური ცეკვა 30 წლის გრანდიოზულ იუბილეზე და სპეციალური სტუმარი ივან დორნი

ბიჭოლას უცნაური ცეკვა 30 წლის გრანდიოზულ იუბილეზე და სპეციალური სტუმარი ივან დორნი

დიზაინერი ბიჭოლა დიდი ხანია, საქართველოში აღარ მუშაობს და ჩინეთში გადაინაცვლა, სადაც საკუთარ კარიერიას იწყობს. წელიწადში ერთხელ ის საქართველოში ჩამოდის ხოლმე, ძირითადად ივლისის თვეში, როცა დაბადების დღე აქვს და მას ყოველთვის გრანდიოზულად აღნიშნავს.

ახლაც, ტრადიციას არ უღალატა და ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანს საკუთარ ცნობილ მეგობრებთან ერთად მიაშურა. სტუმრებს შორის იყვნენ ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, ნატო დუმბაძე, მერაბ სეფაშვილი, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია და ქართული შოუბიზნესის არაერთი ვარსკვლავი, რომლებმაც 30 წლის იუბილე მასთან ერთად აღნიშნეს და უამრავი სიმღერა შეუსრულეს.

ბიჭოლას დაბადბების დღეზე უკვე არაერთი წელია, ჩამოდის ხოლმე მისი მეგობარი, უკრაინელი ვარსკვლავი, ივან დორნი. ახლაც მან დიზაინერს სიმღერები მიუძღვნა, ხოლო ბიჭოლას არ დაზარებია და საკმაოდ უცნაურად, თავისებურად იცეკვა საკუთარ იუბილეზე.

კლასიკურ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა ბიჭოლამ შოუბიზნესის წევრებსაც დაუმშვენა გვერდი და მათთან ერთად სცენაზეც აიჭრა და მიკროფონიც მოიმარჯვა.

რასაკვირველია, იუბილარს ტორტიც მოართვეს ჩასაქრობად, ტორტი მან მეგობრებთან ერთად მუსიკის ფონზე გაჭრა.

სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო თუ ვიდეო გავრცელდა გრანდიოზული დაბადების დღიდან.

(ფოტოები/ვიდეო)

სიახლეები/

|

July 6, 2018 / 1:30 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაზაფხულზე – ასეთი სილამაზე არ გინახავთ

ზაქარია ჭელიძის ფოტო თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, რომელიც ახლახან არის გადაღებული, ნამდვილად მოგაგონებთ კადრს ფილმიდან. ასეთი სილამაზის ნახვა თავად შეგიძლიათ, თუკი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრებით და იქ აყვავებულ იასამნებს ნახავთ. ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. „სუნთქვა გამიჩერდა“, წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის „ფეისბუქი“ მკითხველებს ამცნობს, რომ მათი მოსწავლე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ელენე გოგალაძე ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლის უნივერსიტეტში, რომელიც აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს იღებს ყოველწლიურად. „რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად? ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? – დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის […]

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ცნობილი სახეების ჩაცმულობა ბიჭოლას დაბადების დღეზე (ფოტოგალერეა)

დიზაინერმა ბიჭოლამ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად 30 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ბევრი ცნობილი სახე, რომლებთანაც ბიჭოლას მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. სტუმრებს შორის იყვნენ ლელა წურწუმია და კახი მამულაშვილი, კრისტი ყიფშიძე, შორენა ბეგაშვილი ქმართან, ირაკლი ნანაძესთან ერთად, მაკა ზამბახიძე, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი… სპეციალური სტუმარი გახლდათ ბიჭოლას დიდი ხნის […]

ბიჭოლას ტრიუმფი რუსეთის პოდიუმზე

"Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს" ფარგლებში, ბრენდმა Isabel Garcia-მ შემოდგომა ზამთარი 2017-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა. ბრენდის მთავარი დიზაინერი ცოტა ხნის წინ, ბიჭოლა გახდა, რომელიც ჩვენებისთვის რუსეთში ჩავიდა. "Манеж"-ის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ჩვენებას, რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველები დაესწრნენ, მათ შორის ქეთა თოფურია და ირაკლი ფირცხალავა.

რისთვის უხდის ბიჭოლა ბოდიშს ნუკა ყარალაშვილს?

„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი „მის უნივერსის“ კონკურსზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა. ნუკას პოსტში გაირკვა ისიც, რომ მოდელს წლების წინ დაპირისპირება ჰქონდა დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძესთან. ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ ბიჭოლას მიერ დაწერილი პოსტი გამოაქვეყნა:

ბიჭოლას არდადეგები მაიამიში სიმპათიურ მეგობართან ერთად (ფოტოები)

ქართველი დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე, რომელმაც კარიერა საქართველოში დაიწყო, დიდი ხანია, აქ აღარ მუშაობს. მან საზღვრებს გარეთ გადაინაცვლა. ჯერ უკრაინაში გახლდათ, ახლა კი ფოტოებს ჩინეთიდან აქვეყნებს და წერს, რომ ახალ კოლექციაზე იქ მუშაობს. ბიჭოლამ მაიამიში დაისვენა, მზიანი სანაპიროდან გადაღებულ ფოტოებზე ძალიან სიმპათიური ბიჭი, ლუკა რუსთაველია გამოსახული (ის სწორედ ამ სახელითა და გვარითაა დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში). ბიჭოლა […]

“რას გვერჩი მომაკვდავებს“ – ბიჭოლას ახალმა ფოტომ საზოგოდოების ნაწილი პირღია დატოვა

ბიჭოლა თეთრაძე, რომელიც ჩინეთში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში, უკრაინაში გადაღებულ ახალ ფოტოს აქვენებს, რომელიც ნახევრად შიშველ გოგონებთან ერთადაა. როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, ფოტო ერთ-ერთ მის წვეულებასთანაა კავშირში.

რეკლამა