Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი.

ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი ნინა სუბლატზეა. სწორედ მან შეასრულა „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას ზემოხსენებული სიმღერა ბეტ ჰარტის რეპერტუარიდან, შემდეგ კი თავად ცნობილმა მომღერალმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ნინას ეს ნამღერი გააზიარა.

ვნახოთ, თუ გამოეხმაურება ნინა ბეტ ჰარტის ამ შეთავაზებას.

სიახლეები/

|

November 17, 2017 / 5:44 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“2 ძაან გიჟი გადავეკიდეთ ერთმანეთს“ – ნინა სუბლატი

მომღერალი ნინა სუბლატი პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს. ის რამდენიმე წლის წინ, გიორგი შამანაურზე დაქორწინდა. ნინამ სოციალურ ქსელში მისი და მეუღლის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით: “2 ძაან გიჟი გადავეკიდეთ ერთმანეთს, ვერ გაიგებ რომელი უფრო აფრენს”. “შენზე ვაფრენ” – უწერს კომენტარში გიორგი.  “ისე ხო ვაფრენდით და მერე კიდე ეგ დაემატა და უფრო გავგიჟდით“-პასუხობს ნინა.

“მიმაჩნია, კონცერტზე ისეთი არტისტები უნდა ამღერო, რომელიც ხალხს უყვარს.“ – ნინა სუბლატი

- ამ მომენტში ახალ სიმღერებზე არ ვმუშაობ, ასე ვთქვათ ვისვენებ. 12 მაისს კიევში მაქვს დაგეგმილი კონცერტი. მოგეხსენებათ უკრაინაში „ევროვიზიის“ კონკურსი ტარდება და იქ უამრავი ტრუსიტი არის ჩასული. ამიტომ ქალაქში სხვადასხვა კონცერტებია დაგეგმილი, ერთ-ერთ კონცერტში კი მეც მივიღებ მონაწილეობას. ასევე ვაპირებ კლიპის გადაღებას, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ.

ნინა სუბლატის უჩვეულო იმიჯი

ნინა სუბლატი საქართველომ მკაცრი როკერული იმიჯით გაიცნო, თუმცა მას შემდეგ, მან არაერთხელ შეიცვალა იმიჯი და უფრო ნაზი და მიმზიდველი გახდა. "იქს ფაქტორის" ჟიურიში ყოფნისას ნინამ დახვეწილ და ნაზ სტილს მიანიჭა უპირატესობა. ცოტა ხნის წინ, სუბლატმა კიდევ ერთხელ შეიცვალა ვარცხნილობა, მან შინიონი მიიმაგრა, თმის ბოლოები წითლად შეიღება და სათვალე მოირგო.

რატომ გააღიზიანეს ემიგრანტებმა ნინა სუბლატი და რას უსურვებს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძეს?

თუ სხვაგან ცხოვრობთ, ძალიან კარგი, ყველა იმსახურებს უკეთეს გარემოს, სხვა რომ არ ვახსენო, მეც წასვლის ზღვარზე ვარ, მაგრამ მაქედან ისეთ დაღლილ ადამიანებზე, რომლებსაც დღეში 4ჯერ საკვებად ქაქს სთავაზობენ, აბოლებენ, გონებას უვიწროვებენ და მართლა უკვე ყელში აქვთ ამოსული ის თემები, რომლებიც აქ ბოგინობს, წიხლით შეხტომა და ზედ ლახტობანას თამაში, მინიმუმ ეგოისტობაა!" - წერს მომღერალი. რამ გააღიზიანა ნინა, ამის გასარკვევად „მიუზიკ ბოქსი“ მომღერალს დაუკავშირდა:

ნინა სუბლატმა იმიჯი შეიცვალა

მომღერალმა ნინა სუბლატმა იმიჯი შეიცვალა. ნინამ თმა შეიღება და მოკლედ შეიჭრა. ქართველ ვარსკვლავს ახალი იმიჯი ძალიან უხდება, რასაც მისი მეგობრებიც აღნიშნავენ. ნინა სუბლატი ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისგან, განსხვავებული იმიჯით ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ მისი იმიჯის გამო განსაჯეს მკაცრად, როდესაც „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით იმღერა.

რეკლამა