ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი ინტერნეტჰიტია (ვიდეო)

0
2226

ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეპერისა და მომღერლის ახალ ფრანგულენოვან ნამუშევარს – „Parlez-Vous Français“ (ლაპარაკობ ფრანგულად?) 100 000-ზე მეტი ნახვა აქვს, „იუთუბზე“ კი ნახვების მიხედვით საქართველოში პირველ პოზიციას იკავებს.

ბერას ახალ კლიპში ის უცხოელი მოდელი გოგონა მონაწილეობს, რომელიც ბოლო დროს სულ მის გვერდით იყო. ვიდეორგოლი ბათუმშია გადაღებული და სასიყვარულო კადრებსაც შეიცავს.

ბერას ახალი კლიპი მისსავე „ფეისბუქ“-გვერდზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა დადებითად შეაფასა. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

დათო ოქიტაშვილი: „ბერა, ბრავო!..“

ალექსანდრა პაიჭაძე: „მომეწონა, მეტი ფრანგული შენს რეპერტუარში“

ზაზა შენგელია: „საღოლ, ბერა. ძალიან კარგია სიმღერაც და კლიპიც“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here