ბერა და ზაზა ნოზაძე ერთობლივ სიმღერას ამზადებენ – „მიხარია, რომ გაუგებრობა მეგობრობით დასრულდა…“

0
3674

ბერა ივანიშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე რეპერ ზაზა ნოზაძესთან (SF-X) ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კოლეგებს შორის, როგორც ჩანს, გაუგებრობა იყო, რაც, ბერას თქმით, აღმოიფხვრა და ისინი ერთობლივ ტრეკზე მუშაობენ.

ბერა წერს:

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”.

მიხარია, რომ გაუგებრობა მეგობრობით დასრულდა და საერთო სიმღერით დაგვირგვინდება.

ერთმანეთის გულის ტკენა მარტივია, სიყვარულს კი მუდმივად გაფრთხილება სჭირდება.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

#Dissიარავისი“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here