ბექა ხოფერია: “ანასტასიას ამქვეყნად მოვლინებას ცრემლებით შევხვდი, ამეტირა“

ბექა ხოფერია: “ანასტასიას ამქვეყნად მოვლინებას ცრემლებით შევხვდი, ამეტირა“

ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია 26 წლის ასაკში მესამე შვილის მამა გახდა. მას კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ანასტასია დაარქვა. ბექას თიკა ჯამბურიასთან პირველი ქორწინებიდან, ქალიშვილი ნინა ჰყავს, პატარები ჯერ ერთმანეთს არ იცნობენ. ბექა ცოლის თხოვნით მშობიარობას დაესწრო და ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ არის, რომელიც მან ჟურნალ “სარკეს“ გაუზიარა:

“დავესწარი მშობიარობას და ეს იყო საოცარი გრძნობა. თავიდან მეშინოდა, მაგრამ ინას დაჟინებული თხოვნით, ეს შიში დავძლიე და სამშობიარო ბლოკში შევედი. ინამ პირველად მოსკოვში იმშობიარა, სადაც მამას მშობიარობას არ ასწრებენ. ინამ იმ მომენტში მითხრა, სამშობიარო ბლოკში ძალიან მჭირდებოდიო. ამიტომ მას ამჯერად მხარი ავუბი და მარტო არ დავტოვე. გვერდიდან ვუყურებდი ბავშვის დაბადების პროცესს. ამ ყველაფერს როცა ხედავ, საოცარი მომენტია, ყველა მამას ვურჩევ, დაესწროს მეუღლის მშობიარობას. ანასტასიას ამქვეყნად მოვლინებას ცრემლებით შევხვდი, ამეტირა“ – აცხადებს ბექა.

ბექა ხოფერიამ ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრა, როგორ აღნიშნა საღამოს პატარას დაბადება. როგორც ხოფერია ამბობს, ბიჭებს დაურეკა და ბევრი დალია.

“მეგობრებს ვეუბნებოდი, ჩემი მესამე შვილი თბილისში რომ გაჩნდა, დიდი ბედნიერებაა-მეთქი. ალექსანდრა მოსკოვში დაიბადა, იქ ნაკლებად მყავს მეგობრები, ვიღაცეების მოგროვება კი შევძელი, მაგრამ სულ სხვაა როცა შენი შვილი, შენს ქვეყანაში იბადება“.

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძის პირველი ფოტო

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან ელოდება. როგორც თამომ აღნიშნა, მის ვინაობას ქორწილის დღეს გაამხელს, მანამდე კი რჩეულის სახელისა და გვარის თქმას არ აპირებს. თამომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუცელი ეტყობა. ფოტომოდელი ძალიან ბედნიერია და მილოცვებს იღებს. ის და მისი რჩეული ახლახან დაინიშნენ.

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მამა სერაფიმე ბექა ხოფერიას შვილის ფოტოს აქვეყნებს

"ჩვენს ბექა და ინა ხოფერიას ვულოცავ პატარა ანასტასიას ამ ქვეყნად მოვლინებას... ჩემო გოდე შემოგევლე რა ახალგაზრდა ბაბუა ხარ და რა საამაყო ქრისტიანიც ხარ შენ, ასეთი გაგვიზარდოს ღმერთმა ჩვენი პატარა ანასტასია“ - წერს მამა სერაფიმე.

ბექა ხოფერიას მესამე შვილი შეეძინა

ბექა ხოფერიას მესამე შვილი შეეძინა. ამის შესახებ ბექა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს" "მესამე გოგოს მამა გავხდი!!!!! ანასტასია შემოგვემატა❤️" ბექა ხოფერიას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ნინა ჰყავს. ორი წლის წინ, მან ინა ოსიპოვაზე იქორწინა, რომელთანაც ერთი წლის წინ, ქალიშვილი შეეძინა, ანასტასია ბექას და ინას მეორე შვილია.

ბექა ხოფერია მესამე შვილს ელოდება

ბექა ხოფერიას და მისი მეუღლის, ინა ოსიპოვას ოჯახური თანაცხოვრება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, მათ დაოჯახებას თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა და წერდნენ, რომ ბექას ხასიათიდან გამომდინარე, მალე მათი ოჯახი დაინგრეოდა, თუმცა საზოგადოების პროგნოზი არ გამართლდა. წყვილს ერთი გოგონა, ალექსანდრა ჰყავს.

დანგრეული ცნობილი ოჯახები

ცნობილი ადამიანების ოჯახები, მუდმივად იქცევს ხალხის ყურადღებას. გრანდიოზული ქორწილების, რომანტიული სიყვარულის და ორიგინალური სიურპრიზების მიუხედავად, მათი ოჯახები, ხშირად დიდხანს ვერ ძლებს და მალე ინგრევა.

თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია სახლს ყიდის

თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია სახლს ყიდის. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა. „იყიდება ვაკეში, ახალაშენებულ, დასრულებულ, ელიტარულ კორპუსში ბინა,11(11) ძვირფასი, ახალი რემონტით. არაჩვეულებრივი აივნებითა და ვერანდებით, ულამაზესი ხედებით ქალაქზე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე.

რეკლამა