ბექა გოჩიაშვილი სნობიზმზე, სიზარმაცეზე, “ვარსკვლავურ დაავადებასა“ და სიყვარულზე…

ბექა გოჩიაშვილი სნობიზმზე, სიზარმაცეზე, “ვარსკვლავურ დაავადებასა“ და სიყვარულზე…

ქართველი ჯაზმენი, პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც ლეგენდარულ მუსიკოსთან, სტენკლი კლარკთან ერთად დისკს წერს, საქართველოშია. ის რადიო “ფორტუნას“, თათა სადრაძეს გადაცემას ესტუმრა და ჩვენი საიტის შეკითხვებსაც სიამოვნებით უპასუხა.

თუ წარმოიდგენდი, 19 წლის ასაკში ამდენ რამეს თუ მიაღწევდი?

ბექა გოჩიაშვილი:

არასდროს არაფერი წარმომიდგენია, სანამ არ მოხდა, მაგრამ ყოველთვის მქონდა კონკრეტული მიზანი, სადამდეც მისვლა მინდოდა. თუმცა მისვლის პროცესი ადვილი სულაც არ არის. შეიძლება შევადაროთ, ვარჯიშს რომ დაიწყებ, ორ კვირაში ფორმაში ჩადგები და შემდეგ აღარ გააგრძელებ. იმ შედეგს ვერ მიიღებ, რასაც დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ შეძლებდი. ამიტომაც მე ჯერაც ვსწავლობ, მუსიკალურად ვიზრდები და ასე ვიქნები ყოველთვის. ამაში დავრწმუნდი, სხვანაირად არ შეიძლება, რადგან ეს ყველანაირ კანონს ეწინააღმდეგება. მით უმეტეს, როცა მუსიკოსი ხარ, კერძოდ, ჯაზმენი, აუცილებელია ფანტაზიის უნარი. ეს ავითარებს იმპროვიზაციის უნარს, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, გავიმდიდრო ჩემი ფანტაზია.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემში რაღაც არის დამალული, გრძნობა თუ ჩვევა, რასაც მუსიკაში გამოვსახავ. უბრალოდ, ასეა მოწყობილი, იმპროვიზაციის დაკვრისას მოდის ის, რასაც სიტყვებით ვერ ახსნი. არა იმის გამო, რომ რაღაცას მალავ. მაგალითად, პიკასო ხატავდა იმას, რასაც სიტყვით ვერ გადმოსცემდა და თუ არ ხარ ხელოვნების მოძულე, შეუძლებელია, ვერ გაიგო მისი შემოქმედება…

საქართველოში უყვართ ჯაზი?

არ უყვართ, მაგრამ ნელ-ნელა უყვარდებათ, რაც “ისტერნ პრომოუშენის“ დამსახურებაა, ასევე ნიკა რურუასი, რომელიც მინისტრობისას ამ მუსიკალურ მიმართულებას დიდ ყურადღებას აქცევდა. ასევე ვიტყვი მათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ ის მხოლოდ ჯაზს უთმობდა ყურადღებას, ასე არ არის, სხვა მიმართულებებსაც გადახედონ… უბრალოდ, ვამბობ, როგორც ჯაზმენი, რომ ეს მიმართულება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული.

საქართველოში ნელ-ნელა უყვარდებათ ჯაზი. ხვდებიან, რომ ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა მოისმინო. ყველაფერი იწყება მოდით. დღეს ეს მოდაშია და ძალიან მიხარია.

თუნდაც სნობიზმის გამო, მაგრამ უსმინონ?

თუნდაც… სნობიზმის გამო სმენა ვფიქრობ, გადავა ჩვეულებრივი მიზეზით მოსმენაზე, როცა ამ მიმართულებას ნამდვილად დააფასებენ. თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სნობიზმი და ჯაზი ერთმანეთისგან ძალიან შორსაა. მე არ ვარ სნობი და არ მიყვარს სნობები. სნობი არის ადამიანი, რომელიც თავმოყვარეობის ფარგლებს გადადის. ეს, პირველ რიგში, ერთ-ერთი დიდი უთავმოყვარეობაა. თუმცა არ მინახავს ადამიანი, რომელსაც უთქვამს, მე სნობი ვარო. თუკი ასე ვინმე ამბობს, იდიოტი ყოფილა (იღიმის).

ბექა, შენს ყოველდღიურობას შევეხოთ. დღეში რამდენ საათს მეცადინეობ, გაქვს გამოყოფილი კონკრეტული დრო?

არ არსებობს კონკრეტული დრო, რომელიც უნდა განსაზღვროს. გუშინ, ვმეცადინეობდი და ამ დროს კიდევ სხვა რაღაც გამოჩნდა, რასაც ვარჯიში სჭირდებოდა, ეს კი დაუსრულებელი პროცესია. ამას ვერც ვერასდროს დაასრულებ. ამან ფსიქოლოგიურად არ უნდა დაგთრგუნოს და არ უნდა იფიქრო, რომ ვერ მოასწრებ. ასე რომ, შეიძლება ვიმეცადინო 4 საათი, შეიძლება, 12. ისე, სამწუხაროდ, ზარმაცი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ვებრძოლო ამ თვისებას ჩემში (იღიმის).

პატარა ასაკიდანვე ძალიან კარგი სტარტი გაქვს კარიერაში. მიწაზე დანარცხების ხომ არ გეშინია და მოპოვებულმა სტატუსმა “ვარსკვლავური დაავადება“ ხომ არ შეგყარა?

არასდროს მაინტერესებდა, ვისთან ვუკრავდი და რა წარმატება მქონდა, ეს უფრო ჩემს ახლობელ ადამიანებს ახარებდათ. ერთი დღე მიხაროდა, მაგრამ მეორე დღეს აღარ იყო დიდი მიღწევა და ვცდილობდი, უფრო მეტისთვის მიმეღწია. თავში არასდროს ამვარდნია, ეს თვისება ან არის ადამიანში, ან – არა. თუკი თავში გივარდება, და ეს არ ვიცი, რას ნიშნავს, ალბათ, არ ხარ ნამდვილი მუსიკოსი. ალბათ, კი, ვარ მაგარი ტიპი, 19 წლის ასაკში ამდენი რამ რომ გავაკეთე, მაგრამ ისმის კითხვა? რამდენი? ჩემხელა მოცარტს სიმფონიები ჰქონდა დაწერილი. ის, რაც გავაკეთე, მხოლოდ ჩემთვის არ არის კარგი, არამედ ჩემი ქვეყნისთვის და ამის მისაკუთრებას არ ვაპირებ. ყველაზე დიდი ეგოისტი ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ ჩემი წარმატება მხოლოდ ჩემია და მხოლოდ მე მეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მე რამე გამიკეთა ცხოვრებაში.

რაც შეეხება მიწაზე დანარცხებას, როგორც კი ამის შემეშინდება, ე.ი. დიდი ხნის დანარცხებული ვარ. დანარცხება რაღაცის ამოწურვასა და გაჩერებასთან ასოცირდება და ამისი არ მეშინია. ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ ამის უფლებას არავის მივცემ, არც ჩემ თავს…

ვიცი, რომ შეყვარებული ხარ. გეხმარება კონცენტრირებაში თუ ყურადღებას გართმევს?

ძალიან მეხმარება. სიყვარული არის ძალიან დიდი სტიმული ზოგადად, ცხოვრებაში და განსაკუთრებით, მუსიკაში. მით უმეტეს, თუკი გვერდზე გყავს ისეთი ადამიანი, როგორიც მე მყავს (იღიმის), ანა. ყველანაირ კომფორტს მიქმნის. ყველაზე ძალიან ის უხარია, როცა ვმეცადინეობ, რასაკვირველია, ჩვენი ერთად ყოფნის მერე (იღიმის). სიყვარული, ეს გრძნობა, უდიდესი ბედნიერებაა და ის ერთ-ერთი მთავარი რამეა მუსიკაში…

ბოლოს, მინდა გკითხო, რა სიახლეები გაქვს?

სიახლეა ტური, 6 მარტს ვიწყებთ დაახლოებით ერთთვიან ტურნეს. სიახლეა ისიც, რომ სტენლი კლარკთან ერთად დისკს ვწერთ, რომელსაც დიდი ალბათობით, მომავალ წელს “გრემიზე“ წარვადგენთ. ვნახოთ, გავალთ თუ არა. ძალიან მინდა ჩემი პროექტის მეორე ნაწილიც ჩავწერო და ასევე ჩემი ტრიოს ალბომის გამოცემაც მსურს.

რაც შეეხება კონცერტს საქართველოში, შესაძლოა, ქართველ მსმენელს ერთ თვეში შევხვდე. მინდა, საქველმოქმედო კონცერტი გავმართო კოტე ზარნაძის დასახმარებლად, ჩემი ძმის მეგობარია. ძალიან მინდა, რომ დავეხმარო…

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

March 7, 2016 / 1:34 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

“ძალიან გგავსო მეუბნებიან” – ლელა წურწუმიამ უსიმპატიურესი დისშვილი გამოაჩინა

მომღერალი ლელა წურწუმია, ინსტაგრამზე მისი დისშვილის სანდრო წურწუმიას ფოტოს აქვეყნებს. როგორც ლელა წერს, ეუბნებიან, რომ სანდრო მას ძალიან ჰგავს. “ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან ♥️ (ჩემი დისშვილია) მიყვარხარ ჩემო ბიჭო ♥️ ფოტო sashaprishvin ♥️” – წერს ლელა წურწუმია ინსტაგრამზე. სანდრო ლელას დის, ხათუნა წურწუმიას შვილია. მომღერალი საზოგადოებაში მასთან ერთად ხშირად ჩნდება. როგორც ცნობილია ლელა წურ­წუ­მია […]

MISS TRANS STAR International-ზე კესარია აბრამიძე საქართველოს წარადგენს (ფოტო)

ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსზე საქართველოს სახელით კესარია აბრამიძე გამოვა. 2-3- ნოემბერს საერთაშორისო სილამაზის კონკურსი ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში გაიმართება. კესარიას ფოტო უკვე გამოქვეყნებულია კონკურსის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე და მას, რასაკვირველია, უამრავი კომენტარი მოჰყვა, ძირითადად, ქართველებისგან – მათ შორის ერთი ნაწილი აკრიტიკებს კესარიას ამ კონკურსზე გამოსვლის გადაწყვეტილებას, მეორე კი მიესალმება და მას წარმატებებს უსურვებს.

„მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება. “მის საქართველო 2018”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში. კასტინგის შედეგად შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად. “მის საქართველო 2018”-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი უღრან ტყეში…

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება. ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ […]

ბექა გოჩიაშვილი და ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით „უღრან ტყეში“ გელით

13 სექტემბერს, ახალ ამფითეატრში სახელწოდებით „უღრან ტყეში“ გაიმართება ბექა გოჩიაშვილისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ბილეთები უკვე დაიდო საიტზე tkt.ge. კონცერტი საღამოს შვიდზე იწყება, თუმცა კარი გაიხსნება 16:00 საათზე. ღონისძიების შემდეგ წვეულებაა დაგეგმილი. ბილეთების ფასი 20-80 ლარია. ნიკოლოზ რაჭველი ნანატრ კოლაბორაციასთან დაკავშირბეით ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „13 სექტემბერს, ზემო წყნეთში ჩვენი მეგობარი […]

ბექა გოჩიაშვილი ახალ ალბომში, რომელიც სტენლი კლარკის ბენდმა გამოსცა, მადლობას მიხეილ სააკაშვილს და ქართველ ჯარისკაცებს უხდის

ბექა გოჩიაშვილი უკვე დიდი ხანია, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდში უკრავს. ახლახან მათ ერთობლივი ალბომიც გამოსცეს, სადაც ბექა გოჩიაშვილმა ბევრ ადამიანს გადაუხადა მადლობა. მათ შორის არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა და ყველა ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საქართველოს ემსახურება. „ჩემი მადლობა სტენლი კლარკის ბენდს, ჩიკ კორეას, ლენი უაითს, ქეით ჯარეთს, […]

ბექა გოჩიაშვილი დაქორწინდა – ვინ არის ცნობილი პიანისტის რჩეული

ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი დაქორწინდა. მან და მისმა შეყვარებულმა, ულამაზესმა გოგონამ, ანა ხერხეულიძემ, ხელი დღეს მოაწერეს. ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „დღეს განსაკუთრებული დღეა! მე და ანამ ხელი მოვაწერეთ + დედაჩემის დაბადების დღეა. მე დაქორწინებული ვარ!..“ ბექასა და ანას რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის პერიოდი აკავშირებთ. ანა ხშირად დაჰყვება ბექას სხვადასხვა კონცერტზე, […]

მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი გარდაიცავალა

მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ის „ვანოს შოუს“ ბენდში, წლების მანძილზე უკრავდა, 2010 წელს კი კარიერა ამერიკაში გააგრძელა. გირშელ ჯავახიშვილი მძიმე სენით იყო დაავადებული. მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ქართველი მუსიკოსები ეხმაურებიან:

რეკლამა