ბექა გოჩიაშვილი ახალ ალბომში, რომელიც სტენლი კლარკის ბენდმა გამოსცა, მადლობას მიხეილ სააკაშვილს და ქართველ ჯარისკაცებს უხდის

0
1207

ბექა გოჩიაშვილი უკვე დიდი ხანია, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდში უკრავს. ახლახან მათ ერთობლივი ალბომიც გამოსცეს, სადაც ბექა გოჩიაშვილმა ბევრ ადამიანს გადაუხადა მადლობა. მათ შორის არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა და ყველა ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საქართველოს ემსახურება.

„ჩემი მადლობა სტენლი კლარკის ბენდს, ჩიკ კორეას, ლენი უაითს, ქეით ჯარეთს, კონდოლიზა რაისს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს, ჩემს ოჯახს, ჩემს სიყვარულს ანა ხერხეულიძეს, ნიკა რურუას, ზურა რამიშვილს, თამაზ ყურაშვილს… ყველა ჩემს მეგობარს და ასევე ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ჩემს ქვეყანას იცავს“, აღნიშნულია ალბომში.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here