მომღერალმა ბექა ჩხაიძემ ციხეში გატარებული დროის შესახებ „პრაიმშოუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, თავად არავინ შეხებია, მაგრამ როცა სხვა პატიმრების არადამიანური შეძახილები ესმოდა, ღმერთს სთხოვდა, რომ გათიშულიყო…
ბექამ აღნიშნა:
„2009-ში მომიწია ციხეში ყოფნამ. მე პირადად ნაღდად არავინ შემხებია, მაგრამ მივსულვარ იმ მდგომარეობამდე, რომ უვაჟკაცესი ბიჭების წარმოუდგენელი ხმა რომ მესმოდა, ღნავილი, წივილი, კივილი, ღმერთს ვთხოვდი, მეც გავითიშო, რაღაც დამემართოს-მეთქი. ამ ხმებს ვერსად ვეკარგებოდი.
პირადად ჩემს მეგობარს გადახდა თავს, ხუთი დღე და ღამე მორგში გარდაცვლილ ადამიანზე ჰყავდათ დასკოჩილი. ირაკლი ხოხიაშვილია ჩემი მეგობარი, ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ერთი ფეხი გაყინული აქვს, ხუთი დღე-ღამე დამუშავებულ მიცვალებულზე ჰყავდათ მისკოჩილი, აღარ მინდა ის ჰიჩკოკობები მოვყვე… კარი რომ გააღეს, ბადრაგს უთქვამს, ეს კიდევ ცოცხალია?
პროტესტის ნიშნად ბიჭები შიმშილობდნენ, ერთ-ერთი ჩემი მეგობარია. სახელებსაც ვიტყვი, გიგა ლომთათიძე, რეზო ხარძიანი, ბადრი რატიანი, ლერი გერლიანი… ცემით რომ აღარ კვდებოდნენ, მუცლები გამოიფატრეს… კამერაში ჩუმად ვლოცულობდით. ვთქვათ, ვიღაცას მეძინა და მეორემ დააშავა კამერაში, პირველი იმ დაძინებულით იწყებდნენ ცემას“. ვიდეო
October 19, 2017 / 5:30 pm
ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]
ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია. უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ […]
მომღერალი ბექა ჩხაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი დაპატიმრების ამბავს იხსენებს. „ალილოს“ წევრი ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის გატაცების გამო იხდიდა სასჯელს, თავად კი ამბობს: „გასატაცებელი რა მჭირდა, ნებით გამომყვა. ალბათ, არ უნდა მექნა, იმ ღამეს შეიძლება, ვიჩქარე. 7-დან 14 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა. მთელი საღამო არ მჯეროდა, რომ დამიჭერდნენ… ციხეში ორი თვე და 28 დღე ვიყავი… ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს […]
„ალილოს“ სოლისტი, ბექა ჩხაიძე რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. როგორც მისი მეგობარი, თაკო დოლაბერიძე ამბობს, ის თავის მესამე ქორწინებას გაექცა. ახლა, როცა თავის მესამე მეუღლეს, თეონა ჯაფარიძეს დაშორდა და ეს თავად თეონამ დაწერა „ფეისბუქზე“, ბექას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია. მან ახლახან სოცქსელში სოლოსიმღერა განათავსა, სახელწოდებით „შენთვის ძგერს ეს გული“, „ჩემი ახალი!. გიძღვნით ყველა შეყვარებულს“, დაწერა ბექამ. […]
„ალილოს“ სოლისტის ბექა ჩხაიძისა და თეონა ჯაფარიძის ქორწინება „ფეისბუქზე“ დასრულდა. თეონამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბექას დაუწერა, რომ მისგან მიდიოდა, რადგან ბექა მისი ღირსი არ იყო. ამ სტატუსს მომღერლის მეგობარი, თაკო დოლაბერიძე გამოეხმაურა, რის შემდეგაც თეონა ჯაფარიძის მეგობრებმა მას ბექას საყვარლობა დააბრალეს. თაკო დოლაბერიძემ „სარკესთან“ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი ბექამ და თეონამ. „როგორც მე […]
„ალილოს“ წევრის, ბექა ჩხაიძის მესამე ქორწინება თეონა ჯაფარიძესთან სკანდალურად დასრულდა. ბექას ექსმეუღლემ სოციალურ ქსელში დაუწერა მომღერალს, რომ ის მისი ღირსი არ არის და მისგან მიდის. ამ სტატუსმა ბექას მეგობრები აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი ივენთმენეჯერი, თაკო დოლაბერიძე. მას შემდეგ, რაც თაკომ თავისი აღშფოთება გამოხატა, მას თეონას მეგობრები დაუპირისპირდნენ. როგორც თაკო ჩვენთან საუბრისას ამბობს, მას მუქარაც შეუთვალეს… […]
მომღერალი ბექა ჩხაიძე და თეონა ჯაფარიძე დაინიშნენ. თეონამ და ბექამ ერთმანეთი ზაფხულში გაიცნეს და გუშინ ტრადიციული ნიშნობაც ჰქონდათ. 28 წლის თეონა ჯაფარიძე შსს-ს თანამშრომელია. ბექამ თეონას ოჯახს გოგონას ხელი, რამდენიმე კვირის წინ სთხოვა. ნიშნობის ცერემონიალს ანსამბლ „ალილოს“ წევრები, წყვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ანსამბლს „ალილოს’ წევრებმა ტრადიციული ქართული სიმღერები იმღერეს.