ბედნიერი ფოტო – “მგზავრების“ დიდი ოჯახი

0
49

ჯგუფი “მგზავრები“ დიდი ხანია, უკრაინასა და რუსეთში გასტროლებზე დადის, საქართველოში მათი აქტივობა ამჟამად ძალიან მცირეა. მათი პოპულარობა საზღვრებს გარეთ იზრდება, ისევე, როგორც იზრდება მათი ოჯახიც.

რამდენიმე თვის წინ ჯგუფის სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს გოგონა შეეძინა უკრაინელ მეუღლესთან, მარინა კარპისთან.

შვილები ჰყავთ ჯგუფის სხვა წევრებსაც. “მგზავრებმა“ გადაწყვიტეს, თავისი ბედნიერება ჯგუფის თაყვანისმცემლებისთვისაც გაეზიარებინათ და დიდი ოჯახური ფოტო გადაიღეს.

ფოტოს უამრავი მოწონება ხვდა წილად: “კარგებო და კეთილებო“, “თქვენ საუკეთესოები ხართ“, “დადებითი მუხტი“, – უწერენ ჯგუფის წევრებს სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here