ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) იწყება

ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) იწყება

17-24 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) ჩატარდება.

კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფილმების ჩვენებები,  მოწვეული კინორეჟისორები და პროდიუსერები მასტერკლასებსა და შეხვედრებს გამართავენ.

პროგრამის მიხედვით, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „WYNDHAM Batumi“-ში,  მასტერკლასს გამართავს გიორგი ოვაშვილი; 16.00 საათზე – გია ყანჩელი, 20 სექტემბერს, 16.00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასს გამართავს რეჟისორი სიდიქ ბარმაკი.

16.30 საათზე კი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი  უმასპინძლებს ფოტოგამოფენას „აბას კიაროსტამი“. 22 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებთან.

23 სექტემბერს,  პროგრამის “შემოქმედებითი ევროპისა” და  „დოკუმენტური ფილმების იდეების სივრცე web-პორტფელის პრეზენტაცია“ მოეწყობა.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან – ელდარ შენგელაიასთან, რეზო ესაძესთან და ალექსანდრე რეხვიაშვილთან.

ფესტივალის კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ და სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა. კინოჩვენებები ასევე გაიმართება  ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

კინოფესტივალზე და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. ამისთვის კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა BIAFF ინფო ცენტრში ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება).

კინოფესტივალის სპონსორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”

კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო”, British Council, Goethe Institute Georgia, სასტუმრო „რჩეული ვილა”, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა”, ტურკომპანია „ვონდერლენდი”.

სიახლეები/

|

September 18, 2017 / 1:27 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რა იქნება წარმოდგენილი ბათუმის კინოფესტივალზე – ვრცლად პროგრამის შესახებ

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში რიგით მეთორმეტე ბათუმის კინოფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში ორგანიზატორებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე,  რომლებიც  ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, ასევე მოწვეულ სტუმრებსა და ფოტოგამოფენებზე. ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გასტანს. გახსნის ცერემონიაზე მონაწილებას მიიღებენ გია ყანჩელი და ბუბა კიკაბიძე. ფესტივალი ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“  გაიხსნება, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობას ეხება. […]

ბათუმის კინოფესტივალისთვის პროექტების შერჩევა დასრულდა

BIAFF კინოფესტივალი ბათუმში უკვე წლებია, იმართება. წელს ის 17-24 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ 2017 წლის გამოშვებისთვის  პროექტების შერჩევა დასრულდა. არჩეული შემდეგი პროექტები: „მკვლელობები“ – პროდიუსერი: ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები. „ნინა“ – პროდიუსერი და რეჟისორი: კოტე თაყაიშვილი. „ოთარის სიკვდილი“ – პროდიუსერი: ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ ბლიაძე. „პანთეონი“ – პროდიუსერი: […]

რეკლამა