ბარი, სადაც ლგბტ ადამიანები დადიან, გაქურდეს, პოლიცია კი საქმეს არ იძიებს – მფლობელის განცხადება

0
1849

ბარი „საქსესი“ რამდენიმე დღის წინ გაქურდეს. ამის შესახებ მისი მფლობელი, ნია გვათუა წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ აქამდე იმიტომ არ დაუწერია, რომ გამოძიების იმედი ჰქონდა, თუმცა საქმეში არანაირი წინსვლა არ გამოიკვეთა, პოლიციიდან კი მოუვიდა ხმები, რომ ისინი საქმის გამოძიებას არ ჩქარობენ, რადგან „საქსესი“ ცნობილია, როგორც გეების ერთ-ერთი ცნობილი თავშეყრის ადგილი თბილისში.

„ზუსტად 6 დღის წინ გაქურდეს success bar. წაიღეს 7000$-მდე ღირებულების სასმელი, ტექნიკური მოწყობილობები და ფული.ყველაზე საშინელება არის ის, რომ ქურდები, რომლებიც ორნი იყვნენ, ძალიან მშვიდად თიშავენ სიგნალიზაციას. რა თქმა უნდა გამოვიძახე პოლიცია, ჩატარდა ექსპერტიზა, მოიყვანეს მაძებარი ძაღლები, დაკითხვაზე ვიყავი ღამის 4 საათამდე, გამაფრთხილეს რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამევრცელებინა, რადგან შესაძლოა გამოძიებას შეშლოდა ხელი. თავიდან იმედიანად ვიყავი და მეც ვდუმდი.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მივეცი ჩვენება, სადაც პირდაპირ მივუთითე, ვისზეც მქონდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, ამის შემდეგ კი გამომძიებელი არ იღებს ტელეფონს, არც თავად მიკავშირდება. ჩემი ახლობელი, ყოფილი პროკურორი ჩავრიე, რომ საქმე წინ წასულიყო, მას პოლიციის შიდა წრიდან მიუვიდა ინფორმაცია, რადგან ლგბტ ადამიანები დადიან ამ ბარში, გამომძიებლები დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილებიო. ამ ამბის გარკვევიდან, ისევ დავუკავშირდი გამომძიებელს და ვუთხარი, თუ გამოძებას ყურადღებით არ მოეკიდებოდა, სხვადასხვა ორგანიზაციას ჩავრთავდი, ამაზე საკმაოდ უხეშად მიპასუხა გამომძიებელმა, აქ მეორედ აღარ დარეკო, ვის ემუქრებიო. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელია. მეზობლებისგანაც მსგავი ხმები მოვიდა, რომ კი შევეცოდეთ, მაგრამ ღირსები ხართო…

პ.ს ვისაც გგონიათ რომ ღირსები ვართ, იმ ძალიან პატარა ადამიანებს მინდა გადავცე, რომ ჩემი მოტივაცია ცხოვრებაში არის გაასმაგებული და ასე მარტივად ვერ გამტეხავთ და ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს“, აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here