„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ნათარგმნი დღიური, რომელმაც შესაძლოა, პატარებს „უგუნურად ცხოვრებისკენ უბიძგოს“

0
3322

სოციალურ ქსელში მაკა კევლიშვილი ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ დღიურს გადაუღო. მაკას 8 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ეს დღიური აჩუქეს.

აღშფოთებული მშობელი აღნიშნავს, რომ კერი სმიტის ეს წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს:

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ჩემი 8 წლის ბავშვს აჩუქეს ეს დღიური, რომელიც თურმე, საკმაოდ დიდი პოპულარლობით სარგებლობს. იქნებ ამიხსნათ, რა ასაკობრივი ჯგუდისათვის არის ის განკუთვნილი და რა უნარებისა და თვისებების განვითარებას ემსახურება ან ისახავს მიზნად. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოური ვერსიიდან არის ნათარგმნი, როგორც ჩანს რაღაც დამსახურება და მოწონება მოიპოვა რადგან ითარგმნა და გამოიცა. Biblusi • ბიბლუსი“.

„არ დაინდო ეს დღიური“, ასე ჰქვია წიგნს, რომლის თითოეულ გვრდზე ბავშვებისთვის შემდეგი სახის დავალებებია მიცემული: „დადექი ამ ადგილზე, გაუსვ-გამოუსვი ფეხები, ახტი და დახტი“, „დაასხი ან დააწვეთე რამე, დააფურთხე, ზედ დაახეთქე შენი ყავის ჭიქა“, „დაღეჭე ცარიელი ფურცელი“, „ადი მაღალ ადგილას, ჩამოაგდე დღიური“ და აშ.

როგორც „ფორტუნამ“ ნახა, „იუთუბზე“ ქართველი ბავშვების მიერ გადაღებული ვიდეოები დევს, სადაც პატარებს გადაღებული აქვს, როგორ ასრულებენ ზედმიწევნით დღიურში მოცემულ ინსტრუქციებს.

წიგნს თავად გამომცემლობა ასე აღწერს: „დღიურის გამოყენების პროცესში აუცილებლად დაისვრებით. შეიძლება ამოითხვაროთ საღებავში ან სხვა, რამდენიმე სახის უცხო სუბსტანციაში. შეიძლება საჭოჭმანო რამეების გაკეთება მოგიწიოთ. შეიძლება შეგაწუხოთ კიდეც წიგნის თავდაპირველმა სრულყოფილმა მდგომარეობამ. შესაძლოა აქ ნასწავლმა, შემოქმედებითი განადგურების პროცესმა მსგავსი შთაგონება ყველგან გაძებნინოთ. და საერთოდაც, შეიძლება ამ წიგნმა აქამდე თქვენთვის უცხო – ბევრად უგუნურად ცხოვრებისკენ გიბიძგოთ“. წიგნი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here