ბახვა ბრეგვაძე: „ტელეწამყვანობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთანხმდებოდი და ასეც მოხდა…“

0
2790

ბახვა ბრეგვაძე „იქს ფაქტორის“ ერთ-ერთი წამყვანი გახდა. ამბობს, რომ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – სწორედ ამ გუნდთან ერთად უნდოდა მუშაობა და იქ მოხვდა, რაზეც ოცნებობდა. უფრო ადრინდელ პერიოდში თუ გადავინაცვლებთ, მეგობრებისა და ახლობლების ქორწილებსა თუ დაბადების დღეებზე კამერებს ემალებოდა, ახლა კი პირიქით, კამერებთან მშვენიერი ურთიერთობა დაამყარა.

ბახვა ბრეგვაძე:

მართლა ასე იყო, თუ დამიჯერებთ. სხვადასხვა არხიდან თოქშოუს თუ ყოველდღიური შუადღის გადაცემის წამყვანობაზე რამდენიმე შემოთავაზება მიმიღია. თუკი ახლობლები იყვნენ, პირდაპირ ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ტელეწამყვანობას დავთანხმდებოდი მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ამას შემომთავაზებდნენ გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე (იღიმის). მართლა ვამბობდი, რომ მხოლოდ მათთან ერთად გადავდგამდი ამ ნაბიჯს. სხვა ვარიანტი არც განმიხილავს. ესეც მოხდა და ამიხდა ეს სურვილი. როგორც კი ამ გუნდისგან შეთავაზება მივიღე, არც მიკითხავს, რა უნდა მეკეთებინა, პირდაპირ დავთანხმდი. რომ მივედი, შემდეგ მითხრეს, რა უნდა წამეყვანა.

ახლა დაგვემატა ახალი რუბრიკა, ცნობილი ადამიანების ოთახი, სადაც მათთან ერთად შევაფასებ მიმდინარე შოუს, მონაწილეებს. ახლა ფანტასტიკური სტუმრები მყავდა, სხვადასხვანაირად გადანაწილდა მათი ფუნქციები გადაცემის განმავლობაში. (ვრცლად)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here