ავთო აბესლამიძემ „ასტანის ხმა“ მოიგო და რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა

0
1134

ქართული „იქს ფაქტორის“ გამარჯვებულმა, ავთო აბესლამიძემ, რომელიც მცირე ხნის წინ ყაზახეთში, კერძოდ, ასტანაში ჩატარებულ მუსიკალურ კონკურსში „ასტანის ხმა“ (Voice Of Astana) გრან-პრი და ათი ათასი დოლარი მოიპოვა. მან შეჯიბრებაში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა, რომელიც მისი უშუალო კონკურენტი იყო.

ჟურნალ „სარკესთან“ მომღერალმა მოპოვებული გრანპრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონკურსში 20 ქვეყანა მონაწილეობდა. „ჩემი კონკურენტი რუსეთი იყო, მაგრამ უცხოური სიმღერის შესრულებისას ძალიან დაბალი ქულები აიღო და მესამე ადგილზე გავიდა“, აღნიშნავს ქართველი შემსრულებელი.

ჟიურის წევრები, როგორც ის ინტერვიუში ამბობს, იყვნენ ვალერი მელაძე, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ დამფუძნებელი, ასტანის მერი, იტალიის წარმომადგენელი, რომელიც საბავშვო „ევროვიზიას“ კურირებს, ყაზახური ტელეკომპანიის დირექტორი და „სილქ როუდ სტარის“ დირექტორი, ავთო გვასალია.

ავთო აბესალმიძეს კარიერაში კიდევ ერთი სიახლე აქვს, მისით თურქი პროდიუსერები დაინტერესდნენ, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მალე თურქეთში გაფრინდება, სადაც კლიპს გადაიღებს.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here