ავთანდილი: „მოდაში ისევ ქალური სილუეტები შემოდის, ასევე წვეტიანი ფეხსაცმელი და ეს მიხარია…“

0
2413

ავთანდილ ცქვიტინიძეს fortuna.ge საახალწლო რჩევებისთვის დაუკავშირდა. დიზაინერმა ამ თემაზე იხუმრა კიდეც, ჟურნალისტები ყოველ წელს წინასაახალწლოდ მირეკავთ და მეკითხებით, ახალ წელს რა უნდა ჩავიცვათ, მე კიდევ აქამდე მოდაში ორი სეზონი ვიცოდი – გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრისო. ასეა თუ ისე, ავთანდილი მაინც დაგვთანხმდა და გარკვეული რჩევებიც გაგვიზიარა საახალწლო „ლუქთან“ დაკავშირებით.

რა ჩავიცვათ საახალწლოდ, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ…

ავთანდილ ცქვიტინიძე:

(იღიმის) ახალ წელს, ჩემი აზრით, ჯობს, შინაგანად იყო ამ ზეიმისთვის მზად. ასეთ დროს ყველა უარყოფითი ემოცია, რაც წინა წლებში იყო, მოისროლო და გადაკარგო. ახალი ტანსაცმელი ამაში გვეხმარება ხოლმე, ახალს ყოველთვის მოაქვს ემოცია, რომელიც გვჭირდება. სასურველია, არ იყოს შავი ფერის. ჩემთვის ახალი წელი წითელთან, ბრჭვიალასთან ასოცირდება, სახლის, ასე ვთქვათ, ღუღუნა სიტუაციაში, -აუცილებლად კუბოკრულ, წითელ ფერში გადაწყვეტილ პიჟამასთან. თუკი სახლში ხვდებით ახალ წელს, მნიშვნელოვანია, როგორია სუფრა და როგორ არის დახუნძლული ნაძვის ხე. მოდი, ასტროლოგებსაც ავყვეთ – არა მგონია, რომ ქართულ სახეებს ყვითელი ძალიან აკვდებოდეს (იცინის), მაგრამ რაიმე შარფიკს ან დეტალს შევურევთ მთლიან ჩაცმულობას, არ იქნება ცუდი… მოდაში ახალ წელს არის კეთილი გული, განწყობა და ბედნიერება. ამას თუ შეძლებთ, ყველაზე ბედნიერი „ლუქი“ გექნებათ. სადღეგრძელოსავით გამომივიდა (იცინის).

თავად შენ რას იცვამ საახალწლოდ? შავს, როგორც ყოველთვის ხარ გამოწყობილი?

შავის გარეშე არ ხდება მართლაც, მაგრამ ოჯახის წევრებს გვაქვს ირმებიანი და ფიფქებიანი თბილი ნაქსოვი ზედები. ასე გამოვიყურებით ხოლმე მთელი ოჯახი. მეორე დილით, ზუსტად ვიცი, რომ კუბოკრული პიჟამა მაცვია, აღმოვაჩენ ტელევიზორს და ვუყურებ ძველ ფილმებს. პირველი იანვრიდან კი მივფრინავთ თბილ ქვეყნებში, რომ გოჭი-საცივი-მანიას ავცდეთ. ახლაც ვაპირებთ გამგზავრებას, კვლავ თბილ ქვეყანაში (იღიმის). სრულად + ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here