„არტ-გენი 2017“ თბილისში სოფი ვილის კონცერტით გაიხსნება

0
1751

ფოლკლორულმა ფესტივალმა „არტ-გენმა“ უკვე მოიარა სხვადასხვა ლოკაცია საქართველოს მასშტაბით, გაიმართა უამრავი საინტერესო ღონისძიება. 17 ივლისიდან კი „არტ-გენი“ სტარტს უკვე თბილისში აიღებს და რამდენიმე დღეს გასტანს. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია.

17 ივლისს ის სოფი ვილის კონცერტით გაიხსნება. ქართველი შემსრულებელი ღონისძიებაზე ბენდთან ერთად წარდგება და კომპოზიციებს ახალი ალბომიდან შეასრულებს.

18 ივლისს მთავარ სცენას ბათუმური ჯგუფი Asea Sool დაიკავებს, 19 ივლისს რობი კუხიანიძე და „აუთსაიდერი“, 20 ივლისს „რეგიონი“, 21 ივლისს „ფრანი“, 22 ივლისს – ნინო ქათამაძე და „ინსაითი“, 23 ივლისს – ნიაზ დიასამიძე და „33 ა“, 24 ივლისს კი წლევანდელი „არტ-გენი“ „სუხიშვილების“ გამოსვლით დაიხურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here