“არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა! ვიღაცებს კი გაუხარდათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად” – ნოდიკო ტატიშვილი

“არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა! ვიღაცებს კი გაუხარდათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად” – ნოდიკო ტატიშვილი

სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ემპოლიში დაგეგმილი ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტი ჩაიშალა, ვინაიდან მხოლოდ 10 ბილეთი გაიყიდა.

მოგვიანებით ნოდიკო ტატიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო.

“მეგობრებო!
არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა!
ერთი ჟურნალისტის გადაუმოწმებელი ინფორმაციით გაჯერებულ სტატიას ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე, რომელიც ეხებოდა ჩემს, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტებს იტალიაში, დიდი გაუგებრობა მოჰყვა სოციალურ ქსელში!

ვიღაცებს კი გაუხარდათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად გაგიხარიათ:)) მერე ისიც გავიგეთ, ვის აწყობდა ასეთი აყალ-მაყალის ატეხვა, თუმცა ასეთ ავანტიურისტსა და ინტრიგან ადამიანზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ!

მოკლედ, 14 მაისს ვეწვევით ქალაქ ნეაპოლს, სადაც თეატრ “ტრეანონში” ვიმღერებთ ქართველი ემიგრანტებისთვის! დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ორგანიზატორები სრულ ანშლაგს გვპირდებიან! ჩვენც დიდი სიხარულით ველით ნეაპოლელ და სალერნოელ ემიგრანტებთან შეხვედრას! რაც შეეხება მეორე ქალაქ – ემპოლის კონცერტს, ემპოლის კონცერტი გაიმართება შემოდგომაზე, რადგანაც ორგანიზატორების სურვილია, რომ ჩვენი გასტროლი მოხდეს ერთ-ერთი თოქ-შოუს ფარგლებში, როგორც ეს მოხდა ჩემი და ნინი ბადურაშვილის ათენში გასტროლოს დროს! ამიტომ აი, ეს გახლავთ ზუსტი ინფორმაცია, არანაირი კონცერტი არც ჩაშლილა!

P.S ახლა მაინტერესებს ეს საინფორმაციო პორტალები ასეთივე დიდი ენთუზიაზმით გააზიარებენ თუ არა ჩემს სტატუსს, სადაც ასახულია ნამდვილი ინფორმაცია!

ვთხოვ თითოეულ ჟურნალისტს, რომ თუ კი ვინმე ჩემს სახელს ახსენებს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, გადაამოწმოთ ჩემთან და ისე დაბეჭდოთ!

დიდი მადლობა!”

სიახლეები/

|

May 9, 2017 / 4:21 pm

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოდიკოსა და სალომეს სამსახიობო დუეტი – „შეყვარებულების განსახიერება არ იყო რთული…“

13 ნოემბერს, კინოთეატრმა „ამირანმა“ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალი კლიპის პრემიერას უმასპინძლა. კინოში მომღერლების მეგობრებმა, კოლეგებმა და ჟურნალისტებმა მოიყარეს თავი. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე, ვიდეორგოლი „როიალ ბატონშია“ გადაღებული. სიმღერის მელოდია ლილიკო ნემსაძემ, ტექსტი კი ირინა სანიკიძემ შექმნეს. „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ რადიოეთერის საშუალებით უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და აშკარაა, რომ „პროფილში“ […]

ვოგი: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელი სამი შვილის დედაა!..“

Vogue.com სტატიას უძღვნის ქართველ მოდელს, თიკა მახარაძეს სათაურით: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელის სამი შვილი და ბიჭური სტილი“. როგორც „ვოგის“ საიტი წერს, თიკა მახარაძე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო გასული მოდის კვირეულზე თბილისში. ცნობილი გამოცემისთვის საინტერესოა ქართველი მოდელის ხუჭუჭა თმა, ბიჭურად აჭრილი ვარცხნილობა და ჩაცმულობა, რომელიც უამრავ ფოტოგრაფს იზიდავს. ამ სეზონზე ის გოლა დამიანის, გიორგი ქებურიას, […]

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპის გადაღებები კახეთში მიმდინარეობს (ფოტოები)

Fortuna.ge-სთვის გახდა ცნობილი, რომ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალ სიმღერაზე, „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, რომელიც რადიო „ფორტუნაზე“ უკვე ჟღერს და მსმენელმაც შეიყვარა, კლიპს კახეთში იღებენ. მომღერლებმა გადაღების ადგილი ბოლომდე არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კლიპი ძალიან ლამაზი კადრებით იქნება სავსე. ვიდეოს რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე. ნესტან სინჯიკაშვილი, რეჟისორი: კლიპი იქნება ძალიან ლამაზი, […]

ნოდიკო ტატიშვილის „ჩიორა“ ახლებური ვერსიით (ვიდეო)

ნოდიკო ტატიშვილმა ალექსანდრე ბასიალას ცნობილ სიმღერას „ჩიორა“, ახალი სული შთაბერა. მომღერალმა სიმღერის რადიოპრემიერა ახლახან წარუდგინა „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ მსმენელებს, ტელეპრემიერა კი „პროფილის“ წინა სეზონის დახურვაზე შედგა. სიმღერის ახალი ვერსიის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი, ზვიად ბოლქვაძეა. კომპოზიცია „ბრავოში“ ჩაწერეს. ნოდიკო ტატიშვილი: მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და მინდა, ბევრი ლამაზი სიმღერა მოვიძიო, რომელსაც მსმენელს შევთავაზებ. ამ სიმღერას […]

სოფო ბედია რამდენიმე ქართველ შემსრულებელთან ერთად „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ კონცერტებში მონაწილეობს

სოფო ბედია რამდენიმე ქართველ მომღერალთან ერთად საქართველოს ათ ქალაქში კონცერტებში მონაწილეობს. ეს წინასაარჩევნო კონცერტებია, სადაც სოფოსთან ერთად სალომე ბაკურაძე, სოფო ხალვაში, ნუცა ბუზალაძე და სხვები მონაწილეობენ. კონცერტების წამყვანი ცნობილი მსახიობი, თორნიკე გოგრიჭიანია. კონცერტები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ამბროლაურში, გუშინ მომღერლები თელავში იყვნენ, შემდეგ კი ბათუმს, ზუგდიდს, ახალციხესა და გორს ესტუმრებიან. როგორც სოფო აღნიშნავს, კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს. […]

რეკლამა