“არ გიშველით საზღვარგარეთ შვილების გადამალვა”

0
2026

დათო გომართელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“ორი დღეა, დავდივარ თბილისის დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში. თუ გინახავთ, სად ვცხოვრობთ ან რას ვსუნთქავთ? პლასტიკური ბოთლები, შინაური ცხოველების განავალი, ქაღალდები. ავტომობილები სადაც უნდა, იქ დადიან და სადაც უნდა, იქ აჩერებენ. პატრული რომ კარგი ხანია აღარ არსებობს, გავიგეთ. გაუგებარი ხალხი, რომლებიც რაღაც გაუგებარ და ვადაგასულ პროდუქტს თუ სასმელებს ყიდიან ჩვენს შვილებზე. ვინმე ამოწმებს ამ პროდუქტის ვარგისიანობას ან თუ აქვს ამ ადამიანებს სერთიფიკატი ან უფლება ასეთი პროდუქციით ვაჭრობისა?! აბსოლუტური ქაოსი! ეს არ არის თავისუფლება, ეს არის საშიში ქაოსი, რომელიც ყველას წინ დაგვხდება ავადმყოფობითა თუ ჯანმრთელობის გაუარესებით. ვინ ფიქრობს მოსახლეობაზე, ჩვენი შვილების მომავალზე? არავინ, ყველა თავის კეთილდღეობასა თუ გამდიდრებაზე ფიქრობს. არ გიშველით საზღვარგარეთ შვილების გადამალვა, ეს მათი სამშობლოცაა და ისინი ბოლოს და ბოლოს თავიანთ ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ. რა დახვდებათ, რომ ჩამოვლენ? არავინ ქალაქზე არ ფიქრობს, ქვეყანაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი!“ – აღნიშნავს დათო გომართელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here