ანუკი არეშიძის ბრენდი მილანის მოდის კვირეულზე – „მადლობა ამხელა სითბოსთვის…“

0
5316

ანუკი არეშიძემ მილანის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია უკვე მეორედ წარადგინა.
„მე და ჩემი მოდელები პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე❤️ ყველას დიდი მადლობა ამხელა სითბოსთვის!!! Love Love“, ასეთი წარწერა დაურთო ფოტოს, რომელიც მცირე ხნის წინ „ფეისბუქზე“ იტალიიდან გამოაქვეყნა.
მისი კოლექციის პრეზენტაცია 24 სექტემბერს, მილანის „ოთხ სეზონში“ გაიმართა. სასტუმროში, სადაც ჩვენება შედგა, უამრავი სტუმარი მიიწვიეს.
ქართული ბრენდი ნელ-ნელა საერთაშორისო ასპარეზზე გადის. წინა ჯერზე ანუკი „ვოგის“ მიერ შერჩეულ ტალანტებს შორის აღმოჩნდა და „ვოგის“ ლეგენდარული რედაქტორის, ანა ვინტურის ყურადღების ცენტრში მოექცა. ანუკის ნამუშევრები სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინგაყიდვების საიტზეც იყიდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here