ანუკი არეშიძის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანში წარადგინა (ფოტოგალერეა)

ანუკი არეშიძის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანში წარადგინა (ფოტოგალერეა)

„ანუკის“ ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა, შეგიძლიათ, თავად დაათვალიეროთ.

როგორც მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზი იუწყება, კოლექციის მთავარი თემა დასვენებაა და დიზაინერის შთაგონება იტალიის კუნძულებია. როდესაც ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად იტალიაში ატარებდა დასვენებისთვის განკუთვნილ დღეებს, თავის ფავორიტ ფილმებსაც გადახედა. მის კოლექციაში შეგიძლიათ ადვილად ამოიცნოთ პრინცესა ანას გავლენა „რომაული არდადეგებიდან“ ან ფელინის „დოლჩე ვიტა“. ანუკის ახალ კოლექციაში შეზავებულია ჯინსი და გლამურული საღამოს ჩაცმულობა. აქ ნახავთ ქალისთვის დასვენებისას საჭირო ყველანაირ სამოსს, იქნება ეს პლაჟისთვის, სადილისა თუ წვეულებისთვის…

კოელქცია დიზაინერმა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო „ 4 სეზონში“ წარადგინა. მან სტუმრები თავის სამუშაო ოთახში მიიწვია, სადაც ყველა დეტალი დაათვალიერებინა. კოლექციის წარდგენისას „ემთივის“ 90-იანი წლების მუსიკა ჟღერდა, რაც დიზაინერს  ძალიან უყვარს.

კოლექცია 2018 წლის თებერვლიდან მსოფლიოში, 50 მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი. ფოტოგალერეა

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

October 23, 2017 / 2:26 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი. ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი […]

42 წლის თინა კანდელაკის ფორმაში ყოფნის საიდუმლო – „არანაირი ვარჯიში და დიეტა არ გიშველით, თუკი…“

42 წლის თინა კანდელაკი შესანიშნავ ფორმაშია და სხეულის დემონსტრირებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე არ ერიდება. ტელეწამყვანი ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და თავის მოვლაც არ ესწავლება, თუმცა, გვარწმუნებს, რომ მისი რეცეპტი მაინც განსხვავებულია და აღნიშნავს: „მეგობრებო, არანაირი სპორტი და დიეტა არ გიშველით, თუკი ალკოჰოლს მოიხმართ. ალკოჰოლი არის ბოროტება. ამ შაბათს ეროვნულ ვარჯიშს გამოვტოვებ, თქვენ ივარჯიშეთ მანდ, ჩემ მაგივრად, […]

სოფო ნიჟარაძე უცხოური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“

სოფო ნიჟარაძე „Daf Bama Music Awards“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უცხოური მუსიკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევს, წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იმართება. დასკვნითი შოუ დღეს, 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. სოფო ნიჟარაძე უკვე გერმანიაშია, სადაც მას კონკურსის ორგანიზატორები ვარდებითა და ლიმუზინით დახვდნენ. დღეს სოფო გალაკონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იქნება და სიმღერას შეასრულებს. […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა