ანუკი არეშიძე: „წელს აქტუალურია ველვეტი“

0
1723

ანუკი არეშიძემ „ფეისბუქ“-ლაივის საშუალებით თავისი მაღაზიიდან კოლექციის ნიმუშები წარადგინა, რომლებიც ძალიან მოგეწონებათ ყოველდღიურად თუ გამოსასვლელად გამოსაყენებლად.

დიზაინერის მაღაზიაში წარმოდგენილ კოლექციაში არის ვარდისფერი, ხაკისფერი, იასამნისფერი, ლურჯი, შავი, მუქი ლურჯი ფერის სამოსი, ჯინსისა და ბრჭვიალა ფაქტურის ტანსაცმელი, ქვედაბოლოები და პიჯაკები, ქურთუკები, ზედები და კაბები, ასევე პალტოები.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს: „წელს ველვეტი ძალიან აქტუალურია“ და ამის დასამტკიცებლად საკუთარინ კოლექციიდან ამ ქსოვილით შექმნილ სხვადასხვა მოდელს წარმოგვიდგენს.

ანუკი არეშიძის კოლექციაში არის ფეხსაცმელებიც, მათ შორის ხავერდისგან შეკერეილი, ასევე ტყავის ფეხსაცმელები, რომლებიც „სვაროვკის“ თვლებით და მარგალიტებითაა გაფორმებული.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here